ახალი ამბები

რუსთავი 2-ის ეგზიტპოლი: “ოცნების” კანდიდატებმა 7-დან 2 თვითმმართველ ქალაქში გადალახეს 50%-იანი ბარიერი

15 ივნისი, 2014 •
რუსთავი 2-ის ეგზიტპოლი: “ოცნების” კანდიდატებმა 7-დან 2 თვითმმართველ ქალაქში გადალახეს 50%-იანი ბარიერი

ზუგდიდში “ქართული ოცნების” კანდიდატმა ირაკლი გოგოხიამ ხმების 59.9% მიიღო, ხოლო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა თეიმურაზ ბასილაიამ – 29.7%.

 

ქუთაისში “ქართული ოცნების” კანდიდატმა შოთა მურღულიამ ხმების 52.5% მიიღო, ხოლო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა გიორგი თევდორაძემ – 26.9%.

 

სხვა ქალაქების მონაცემები ასე გამოიყურება:

 

ბათუმში “ქართული ოცნების” კანდიდატმა გიორგი ერმაკოვმა ხმების 46.2% მიიღო, ხოლო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა გიორგი დიასამიძემ – 14.7%.

 

თელავში “ქართული ოცნების” კანდიდატმა პლატონ კალმახელიძემ ხმების 46.7% მიიღო, ხოლო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ალექსი ძულიაშვილმა- 19.7%.

 

გორში “ქართული ოცნების” კანდიდატმა ზურაბ ჯირკველიშვილმა ხმების 40.8% მიიღო, ხოლო კახაბერ ერგემლიძემ (ირაკლი ოქრუაშვილი − ქართული პარტია) – 32.3%.

 

რუსთავში “ქართული ოცნების” კანდიდატმა დავით ჯიქიამ ხმების 37.4% მიიღო, ხოლო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა მამუკა ჩიქოვანმა – 26.3%.

დედაქალაქში ქართული ოცნების” კანდიდატმა დავით ნარმანიამ ხმების 46.3% მიიღო, ხოლო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა ნიკანორ (ნიკა) მელიამ – 27.2%.


შეგახსენებთ, ეს არის “რუსთავი 2”-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის 18:00 საათის მონაცემები, რომელიც შედეგების 70%-ს ასახავს. დედაქალაქში ამომრჩევლის ატივობა 30,2% დაფიქსირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი