“რამდენიმე წუთის წინ მოვისმინეთ სრულიად სამარცხვინო და უტიფარი ე.წ. ეგზიტპოლის. ყველზე სამწუხარო არის ის, რომ “ქართული ოცნება” კიდევ უფრო ღრმად მიუყვება იმ გზას, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ”თავის დროზე მოამზადა და შექმნა ქართულ პოლიტიკაში. ეს არის საზოგადოების დაცინვა და შეურაცხყოფა, რადგან მსგავსი რამ რეალობისგან ძალიან შორს დგას. პოლიტიკური კრიზიი უკვე სახეზეა”, – განაცხადა გია კობახიძემ.
“ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია” საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდებს ბოლომდე აკონტროლონ თვლის პროცესი და მიიჩნევენ, რომ საბოლოო შედეგები ეგზიტპოლებისგან განსხვავებული იქნება:
“დარწმუნებული ვარ, საბოლოო შედეგ ინქება აცილებული იმ შედეგებთან, რომელიც “ქართული ოცნების” და ნაციონალური მოძრაობის დაქირავებულმა სუბიექტებმა ამცნეს რამდენიმე წუთის წინ საზოგადოებას. ასე “ქართული ოცნება” შორს ვერ წავა”, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “იმედის” ეგზიტპოლების შედეგები ასე გამოიყურება:
დავით ნარმანია (“ქართული ოცნება”) – 51.2% ,ნიკა მელია (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) – 24.0%, კახა კუკავა (არასაპარლამენტო ოპოზიცია) – 2.1%, დიმიტრი ლორთქიფანიძე („ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია”) – 10.8%, ასმათ ტყაბლაძე (ლეიბორისტული პარტია) – 2.1%, ირმა ინაშვილი (საქართველოს პატრიოტთა ალიანსი) – 5.8% – ასეთია ორგანიზაცია ACT-ის მიერ ტელეკომპანია “იმედის”-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგი.
“რუსთავი 2”-ის მონაცემებით კი, თბილისში მეორე ტურია მოსალოდნელი. ტელეკომპანიის ეგზიტპოლის შედეგები ასეთია:
დავით ნარმანია (“ქართული ოცნება”) – 46.3%, ნიკანორ (ნიკა) მელია (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) – 27.2%, დიმიტრი ლორთქიფანიძე („ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია”) – 10.4%, ირმა ინაშვილი (საქართველოს პატრიოტთა ალიანსი) – 6%, კახა კუკავა (არასაპარლამენტო ოპოზიცია) – 2.3% – ასეთია ორგანიზაცია GfK-ის მიერ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგი








