,,სამართლიანი არჩევნების’’ ხელმძღვანელის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ეს მაჩვენებელი 6%-ით დაბალია 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების აქტივობასთან (40.4%) შედარებით.
,,სამართლიანი არჩევნების’’ ინფორმაციით, თვითმმართველ ქალაქებში დაფიქსირდა ამომრჩეველთა შემდეგი აქტივობა:
თბილისი – 29.1% +/-0.5% ცდომილების ხარისხით 2 (თბილისში აქტივობა დაბალი რჩება ქვეყნის მასშტაბით აქტივობის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით);
მცხეთა- 43%, რაც გაცილებით მაღალია, ვიდრე ქვეყნის მასშტაბით აქტივობის საშუალო მაჩვენებელი; რუსთავი – 28%; გორი – 27%; ახალციხე – 33%; თელავი – 31%; ბათუმი – 29%; ოზურგეთი – 40%; ქუთაისი- 24%; ზუგდიდი – 24%; ფოთი – 35%; ამბროლაური – 46%, რაც რჩება თვიმმართველ ქალაქებში დაფიქსირებულ აქტივობებს შორის ყველაზე მაღალ მაჩვენებლად.
„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, 15:00 საათიდან 19:00 საათამდე პერიოდში დაფიქსირდა შემდეგი დარღვევები:
დამკვირვებლის უფლების შეზღუდვის 1 ფაქტი: კრწანისის #24 საარჩევნო უბანზე ,,სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს არ მიეცა უფლება, გაეკეთებინა შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში;
არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო უბანზე ყოფნის 2 ფაქტი: ზუგდიდის #62 და გორის # 42 საარჩევნო უბნებზე;
არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის 2 ფაქტი: გორის #1 და #3 საარჩევნო უბნებზე;
მარკირების შემოწმება/გაკეთების გარეშე ხმის მიცემის 4 ფაქტი: ხულოს #12, კასპის #7, ბათუმის #39, ახალციხის #6 საარჩევნო უბნებზე;
საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება/შევსების 8 ფაქტი: ქუთაისის #80, #17, #47, #92,# 27, დიდუბის #17, გურჯაანის #39 და გორის #2 საარჩევნო უბნებზე;
ამომრჩევლის სიაში არყოფნის 4 ფაქტი: ქუთაისის #26, ბათუმის #41, #7, #37 უბნებზე;
ბიულეტენის არდამოწმების 3 შემთხვევა: ახალციხის #8; ხულოს #12 და ბათუმის #66 საარჩევნო უბნებზე;
ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 14 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში- 48 საჩივარი
2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველი აირჩევს 71 ადგილობრივი საკრებულოს 2,088 წევრს. ამასთან, 12 თვითმმართველი ქალაქი აირჩევს ქალაქის მერს, ხოლო დანარჩენი მუნიციპალიტეტები – 59 გამგებელს. ეს პირველი არჩევნებია, რომლის დროსაც (თბილისის გარდა) ქალაქის მერების და გამგებლების არჩევა მოხდება პირდაპირი წესით.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებს. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია 1300-მდე აკრედიტირებული და დატრენინგებული დამკვირვებლისგან შედგება.







