ახალი ამბები

CDD: 17 საათისთვის არსებული დარღვევები სპეცუბნებზე

15 ივნისი, 2014 •
CDD: 17 საათისთვის არსებული დარღვევები სპეცუბნებზე

17:00 საათისათვის სპეცუბნებზე შემდეგი მდგომარეობაა: გლდანის ოლქის სპეცუბანზე არ იყო ჯეროვნად მიწოდებული ინფორმაცია ამომრჩევლებისათვის. კერძოდ, არ იყო გამოკრული კანდიდატების სია, ამონარიდი კოდექსიდან, თუ რა შემთხვევაშია ბათილი ბიულეტენი და კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმი.


რამდენიმე უბანზე მსჯავრდებულებმა ვერ გამოიყენეს კანონით მონიჭებული ხმის მიცემის უფლება, რადგან ადმინისტრაციამ ვერ უზრუნველყო მათთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობების დროულად დამზადება.


რუსთავის ოლქის #86 სასჯელაღსრულების დაწესებულების სპეცუბანზე რეგისტრირებული იყო 111 ამომრჩეველი. ხმის უფლებით ისარგებლა მხოლოდ 92-მა ამომრჩეველმა. ერთმა ამომრჩეველმა (მსჯავრდებული ქალბატონი) ვერ მისცა ხმა, რადგან პირადობის მოწმობა არ იყო დამზადებული.


მცხეთის ოლქის #46 სასჯელაღსრულების დაწესებულების სპეცუბანზე ამომრჩევლების საერთო რაოდენობა 191-ს შეადგენს, მათ შორის 6 მსჯავრდებულია. მსჯავრდებულთაგან მხოლოდ 3-მა ისაგებლა ხმის მიცემის უფლებით, დანარჩენმა 3-მა კი პირადობის მოწმობის არქონის გამო ვერ ისარგებლა ხმის მიცემის უფლებით. აქ ამ დროისათვის თავისი არჩევანი დააფიქსირა 166-მა. მცხეთისა და თბილისის ოლქის რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა რეგისტრატორების მიერ ბიულეტენების არასწორად გაცემის ფაქტები. მაგ: ამომრჩეველს 3 ბიულეტენის ნაცვლად აძლევდნენ 2-ს ან 4-ს. ასევე, დაფიქსირდა 2 ერთნაირი ბიულეტენის გაცემის ფაქტიც.


საგარეჯოს ოლქის უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში (#38, 39, 40 და 48 უბნებზე) დაფიქსირდა კომისიის წევრის მხრიდან პირდაპირი აგიტაციის ფაქტი საარჩევნო ბლოკის ,,ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.


თვითმმართველობის არჩევნები 2014
თვითმმართველობის არჩევნები 2014

 
მთლიანობაში 20 სპეცუბანია შექმნილი. აქედან 9 თავდაცვის სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, 8 არის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, 2- შინაგან საქმეთა სამინისტროში და 1- მოხუცებულთა თავშესაფარში.
 
 
2014 წლის 15 ივნისის არჩევნების მიმდინარეობას  განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი საქართველოს 73 საარჩევნო ოქლში 150-კაციანი სადამკვირევბლო მისიით აკვირდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი