ხონის მუნიციპალიტეტში 27–ე საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა ამომრჩევლები სამარშრუტო ტაქსით მიიყვანეს. “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის წევრი ლალი კაშია აცხადებს, რომ ამომრჩევლებმა თვითონ სთხოვეს უბანზე გადაყვანა: “მოხუცებმა გვთხოვეს, არ შეგვიძლია და წაგვიყვანეთო, თვითონ ისურვეს, რომ დავხმარებოდით. სხვებს რად უნდათ დახმარება?! ეს ხალხი გადასატანი ყუთის სიაში არ არის. ვისაც ოდნავ შეუძლია სიარული, იმათ მივეხმარეთ.”