კიწმარიშვილის თქმით, საჯარო სკოლაში, სადაც #17 და #18 საარჩევნო უბნები მდებარეობს, ჩაკეტილია ცენტრალური შესასვლელი და ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებამდე მისვლა შეუძლიათ მეორე მხრიდან, ჩიხის გავლით, სადაც სახელისუფლებო პარტიის აქტივისტები დგანან და ამომრჩეველზე ზემოქმედებას ახდენენ.
“ჩიხში არის მთელი კედელი სახელისუფლებო ბლოკის და კედლის გარდა, იქვე არიან განთავსებული აქტივისტები, რომლებიც ზემოქმედების დერეფანში ატარებენ მოსახლეობას”,- აცხადებს მერობის კანდიდატი.
კიწმარიშვილი აცხადებს, რომ “კლასიკური გაყალბების საფრთხის მატარებელია” რუსთავის #45 და #46 საარჩევნო უბნებთან დაკავშირებული ისტორია, სადაც მიმდებარე კორპუსებში კომპაქტურად ცხოვრობენ აზერბაიჯანელი ეროვნების მოქალაქეები. მისი ინფორმაცით, მათი პარტიის წარმომადგენელმა, რომელიც ამომრჩეველთა რაოდენობას აკონტროლებდა,11 საათისთვის #45 უბანზე 177 ამომრჩეველი დააფიქსირა.
“რამდენიმე წუთში ამ უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განახცადა, რომ მოსული ამომრჩევლის რაოდენობა იმ მომენტისთვის შეადგენდა 245-ს. ჩვენი წარმომადგენლის პროტესტის შემდეგ მოხდა კორექტირება და 245 ისევ ჩამოვიდა 177-ზე”, – განაცხადა კიწმარიშვილმა.
მისი თქმით, არსებობს საფრთხე, რომ მოხდეს საარჩევნო მონაცემების ხელოვნურად გაზრდა სწორედ აზერბაიჯანელი ეროვნების მოქალაქეებს გამოყენებით.







