ახალი ამბები

ივანიშვილი: ის, რომ 80 კანდიდატს აშანტაჟებდა ხელისუფლება ცოტა დაუჯერებელია

15 ივნისი, 2014 •
ივანიშვილი: ის, რომ 80 კანდიდატს აშანტაჟებდა ხელისუფლება ცოტა დაუჯერებელია

“როგორ წარმოგიდგენიათ, თურმე 80–მა კანდიდატმა თურმე, იმიტომ, რომ აშანტაჟებდა ხელისუფლება, მოხსნა თავისი კანდიდატურა, ცოტა დაუჯერებელია. თანაც, აბა. გაიხსენეთ მარნეულში რა მოხდა. იქ მართლაც იყო კითხვის ნიშნები ჩემთვისაც და ნახეთ როგორ ფაფარაშლილი ლომივით იბრძოდა უგულავა, ხომ ნახეთ, რას შვრებოდნენ ნაციონალები, როგორ წარმოგიდგენიათ ახლა თქვენ, რომ 75–მა ნაციონალმა ასე უჩუმრად მოხსნა კანდიდატურა და ამ ლომივით უგულავამ ვერაფერი ვერ მოახერხა და იქ დახარჯა მთელი თავისი ძალიხმევა?”, – აცხადებს ივანიშვილი.

 

მისი თქმით, მარნეულში კანდიდატის მოხსნასთან დაკავშირებით მას კითხვის ნიშნები ჰქონდა, თუმცა სასამართლომ თავისი დამოუკიდებლობა აჩვენა:

 

მე მქონდა კითხვის ნიშნები დაწყებული იმ დღიდან, როდესაც ხსნიდნენ ნაციონალების კანდიდატს, აპირებდნენ. სასამართლომ, მადლობა ღმერთს, რომ დამოუკიდებლობა კიდევ ერთჯერ აჩვენა, მეც მქონდა ეს კითხვები. არ დაგიმალავათ, მეც არ მქონდა დიდი კმაყოფილება. მგონი. ყველაფერი დალაგდა. არსად არაფერი არ ხდება შეცდომების გარეშე. არ არსებობს ხელისუფლება და არ არსებობს მთავრობა, რომელსაც შეცდომები არ მოსდის. არ უნდა მოსდიოდეს დიდი შეცდომები და არ უნდა იყოს კატასტროფული საზოგადოების განვითარებისთვის”, – აღნიშნა ივანიშვილმა.


რაც შეეხება “ქართული ოცნების” კანდიდატურის მოხსნას მარნეულში, ივანიშვილი აცხადებს, რომ თუ კანდიდატი კვლავ აგრძელებს მუშაობას, ესეც დემოკრატიის ნიშანია:


ე.ი. დისციპლინა აკლია “ქართულ ოცნებას”, თუმცაღა ესეც დემოკრატიულობაა, მე თუ მკითხავთ, გადაწყვიტა საბჭომ, გადაწყვიტა შტაბმა, მაგრამ არ დაეთანხმა ის პიროვნება, ესეც დემოკრატიულობაა, ესეც ნორმალურია, ესეც მაჩვენებელია თუ გნებავთ იმის, რომ დემოკრატიაა ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი