ახალი ამბები

TI: სამგორის ოლქის #79–ე უბანზე #117 უბნის ბიულეტენებით მისცეს ხმა

15 ივნისი, 2014 •
TI:  სამგორის ოლქის #79–ე უბანზე #117 უბნის ბიულეტენებით მისცეს ხმა

 „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელის ეკა გიგაურის ინფორმაციით, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა 16:00 საათისთვის 11 საჩივარი დაწერეს.

 

“პრობლემები კვლავაც შედარებით მეტია მარტვილის საარჩევნო ოლქში. ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია უკეთ არის მომზადებული, ვიდრე 2013 საპრეზიდენტო არჩევნებისას, თუმცა საუბნო საარჩევნო კომისიის კვალიფიკაცია კიდევ უნდა დაიხვეწოს. ამ მხრივ განსაკუთრებით ბევრი პრობლემა სოფლებში განთავსებულ უბნებში გვხვდება. ამასთანავე, წინა წლების არჩევნების მსგავსად, ბევრი უბნის გარეთ კვლავ შეინიშნება აგიტაცია და უბანზე მისულ ამომრჩეველთა არაფორმალური აღრიცხვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქმედებები კანონის დარღვევას არ წარმოადგენს, ამომრჩეველზე გარკვეული ზეწოლის მოხდენა შეუძლია” – განაცხადა ეკა გიგაურმა. 

 

“საერთშორისო გამწვირვალობა–საქართველოს” ინფორმაციით, დარღვევა დაფიქსირდა  სამგორის საარჩევნო ოლქის #79 უბანზე, სადაც კენჭისყრის დაწყებიდან 3 საათში აღმოაჩინეს, რომ უბანზე #117 უბნისთვის განკუთვნილი ბიულეტენებით მიმდინარეობდა ხმის მიცემა, რის შემდეგაც თავმჯდომარემ შეაჩერა კენჭისყრის პროცესი და ფაქტის შესახებ შეატყობინა საოლქო კომისიას. საოლქო კომისიამ ცესკოსთან შეთანხმებით შეადგინა ოქმი, რომლითაც გაგრძელდა კენჭისყრის პროცესი 117-ე უბნის ბიულეტენებით. ასევე ახსნა-განმარტება დაწერეს რეგისტრატორებმა და უბნის თავმჯდომარემ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი