ყოფილი პრემიერ–მინისტრის თქმით, საქართველოში დემოკრატიული პროცესები გრძელდება, თუმცა არსებობს პრობლემები:
“ჭეშმარიტი და არამოჩვენებითი დემოკრატია, ეს პროცესი გრძელდება, გრძელდება, მე ვფიქრობ, საკმაოდ წარმატებულად, ეს არჩევნებიც იქნება სამტკიცე ამის, ისევე, როგორც წინა არჩევნები”, – აცხადებს ივანიშივილი.
მისივე თქმით, საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა, როგორც გამოიკვეთა, უმუშევრობაა:
“მე სოციოლოგებს შევხვდი მეგობრულად, არაფორმალურად და ძირითადი პრობლემა დღევანდელი მთავრობის გამოიკვეთა, რომ არის უმუშევრობა, ეს არის ყველაზე დიდი, შეცდომად უთვლიან ხელისუფლებას ამას. მე, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები, ხელისუფლებამ უნდა შექმნას პირობები იმისთვის, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები. სამუშაო ადგილები ბიზნესმა უნდა შექმნას და ბიზნესმა უნდა დაასაქმოს და ყველაფერი ამისთვის სახელმწიფომ უნდა შექმნას პირობები და პირობების შექმნა იწყება ზუსტად რომ დღევანდელი დღეიდან და მსგავსი დღეებით”, – აღნიშნა ივანიშვილმა.








