ახალი ამბები

სახელმწიფო დეპარტამენტი: შეშფოთებულნი ვართ არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების გამო

5 დეკემბერი, 2018 • 1508
სახელმწიფო დეპარტამენტი: შეშფოთებულნი ვართ არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების გამო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოხარულია, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები შეუფერხებლად ჩატარდა, თუმცა შეშფოთებას გამოთქვამს იმ უამრავი დარღვევის გამო, რომელიც არჩევნებზე დაფიქსირდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის თქმით, აშშ ყურადღებით დააკვირდება, როგორ ამოქმედდება საქართველოს ახალი კონსტიტუცია და მიიჩნევს, რომ მომავალი წლის პირველი ნახევარი ტესტი იქნება ქვეყანაში არსებული დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის:

“მოხარულები ვართ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები შეუფერხებლად ჩატარდა, თუმცა შეშფოთებულნი ვართ იმ უამრავი დარღვევის გამო, რომლებიც არჩევნებზე ვნახეთ. თუმცა ყურადრებით ვაკვირდებით, როგორ ამოქმედდება ახალი კონსტიტუცია და ვფიქრობთ, მომავალი წლის დასაწყისი იქნება ტესტი დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის საქართველოში” – თქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრასთა დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი