ზუგდიდის #32-ე უბანზე გამოცხადდნენ ორი წლის წინ გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის დედა, ცინარა აბულაძე და მისი ნათესავები.
ცინარა აბულაძე მისი შვილის საქმეზე გამოძიების ჩატარება ითხოვდა. საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, აღნიშნულ უბანზე კენჭისყრა აღარ მიმდინარეობს, რადგან კაბინები დამტვრეულია, ყუთიდან ბიულეტენები ამოყრილი და უბანზე გაბნეულია.
“უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გვარემოს შეფასებისას საიას ანგარიშში დაფიქსირებულია, რომ 2012 წლის 16 ივნისს ანაკლიაში 75 წლის ცინარა აბულაძე პოლიციელებმა ჯოხით სცემეს, რასაც მეზობლები წერილობით ადასტურებენ” –აცხადებს კახა კოჟორიძე.








