საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულ ვარდიკო კაკაბაძეს ამომრჩეველთა ბიომეტრიული სიის შესაბამის გრაფაში მისი ფოტოს ნაცვლად კაცის ფოტო დახვდა. როგორც უბნნის კომისიის თავმჯდომარემ ნიკო კალანდაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, ამომრჩევლის სხვა მონაცემები წესრიგში იყო, შესაბამისდ, მან არჩევნებში მონაწიელობა მიიღო:
“ვარდიკო კაკაბაძის გრაფაში მისი ფოტოს ნაცვლად კაცის ფოტო იყო. სხვა მონაცემები შესაბამისობაში მოდიოდა მის პირადობის დამადასტურებელი დოკუმნტის მონაცემებთან. შესაბამისად, ჩვენ შევასრულეთ კანონით გათვალსიწინებული პროცედურები და მან ხმა უპრებლემოდ მისცა.”