სამგორის რაიონის #40 საარჩევნო უბანზე უბნის გახსნამდე კოალიცია „ქართული ოცნების“ ორი დამკვირვებელი შევიდა, რომელთაგან ერთ-ერთს არ ჰქონდა დამკვირვებლის სამკერდე ნიშანი და იმყოფებოდა უბანზე, რის საფუძველზეც „საზოგადოებრივი დამცველის“ დამკვირვებლემა საჩივარი დაწერა.
• საარჩევნო აგიტაციის შემთხვევა დაფიქსირდა ამომრჩევლის მხრიდან ნაძალადევის #23 საარჩევნო უბანზე, კერძოდ, ამომრჩეველს კოალიცია „ქართული ოცნების’’ მაისურით შევიდა საარჩევნო უბანზე და ისე მისცა ხმა.
• დარღვევა დაფიქსრიდა გლდანის #27 საარჩევნო უბანზე, სადაც ამომრჩეველს მარკირების პროცედურა არასწორად გაუკეთდა.
• დარღვევა დაფიქსირდა გორის რაიონში სოფელ დიცში, #38 საარჩევნო უბანზე, სადაც ამომრჩეველი პირადობის მოწმობის გარეშე შევიდა საარჩევნო უბანში. რეგისტრატორის მიერ მოხდა მისი სიაში გატარება, თუმცა დამკვირვებლის შენიშვნისა და საჩივრის შემდეგ მას ხმის მიცემის უფლება არ მისცეს.
„საზოგადოებრივი დამცველის“ დამკვირვებლები 2014 წლის 15 ივნისის დილის 7 საათიდან აკვირდებიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს შიდა ქართლის კონფლიქტისპირა სოფლებსა და დევნილთა ჩასახლებებში, აგრეთვე, მცხეთა-მთიანეთისა და თბილისის დევნილთა ჩასახლებებში.








