ახალი ამბები

TI: ყველაზე მეტი დარღვევა ზუგდიდის და მარტვილის საარჩევნო ოლქებში გამოვლინდა

15 ივნისი, 2014 •
TI: ყველაზე მეტი დარღვევა ზუგდიდის და მარტვილის საარჩევნო ოლქებში გამოვლინდა

“ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაიწერილია 5 საჩივარი. ყველაზე მეტი დარღვევა ზუგდიდის და მარტვილის საარჩევნო ოლქებში გამოვლინდა.სერიოზული დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები:  ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #32 უბანზე ხმის მიცემის პროცესი ჩაიშალა, უბანზე უცხო პირების მხრიდან ძალადობის შედეგად; მარტვილის საარჩევნო ოლქის #20 უბანზე ხანგრძლივი დროის მანძილზე ამომრჩევლები მარკირების შემოწმების გარეშე აძლევდნენ ხმას, რადგანაც მარკირების შესამოწმებელი ფარანი გაფუჭდა;  4 უბანზე (ზუგდიდი საარჩევნო ოლქის #26 და #64, ასევე, მარტვილის საარჩევნო ოლქის #11 და #27 უბნები) ერთი და იმავე საარჩევნო სუბიექტის ორი წარმომადგენელი იმყოფებოდა, მაშინ, როდესაც კანონით მხოლოდ 1 წარმომადგენელს შეუძლია უბანზე ყოფნა; ისნის საარჩევნო ოლქის #14 უბანზე გადასატანი ყუთის სიაში მყოფ 14 ადამიანიდან 10 ადამიანის შესახებ არასწორი მონაცემები იყო შეტანილი და ხმის მიცემა ვერ შეძლეს. ყუთის დაბრუნების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიამ, საოლქო კომისიასთან შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება გადასატანი ყუთით კენჭისყრის ხელახლა ჩატარების შესახებ გასწორებული მონაცემებით;  დიდუბის ოლქის #31 უბანზე 7-დან 8 საათამდე ჩასატარებელი პროცედურები 7 საათამდე უკვე დასრულებული იყო;  ხონის საარჩევნო ოლქის #1 და #4 უბნებზე არ იყო გამოკრული საარჩევნო სუბიექტების სია” – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა. 

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 450 ადგილობრივი დამკვირვებლით უწევს მონიტორინგს.

ეკა გიგაური
ეკა გიგაური

მასალების გადაბეჭდვის წესი