სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შექმნილ სპეცუბნებზე (ქუთაისის N128, ბათუმის N 105, გლდანის N 110) განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის დამკვირვებლებს უბანზე დაშვების დროს დაბრკოლება შეექმნათ, თუმცა ცესკოს ჩარევის შედეგად აღნიშნული პრობლემევი მალევე მოგვარდა.
“განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის” (CDD) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ქეთევან ჩაჩავს ინფორმაციით, სპეცუბნებზე დაფიქსირდა პრობლემები ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით:
ნაძალადევის ოლქის N 96–ე უბანზე საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ უბნისათვის მიწოდებულ სიაში არ აღმოჩნდა 20 ამომრჩეველი, რომლის შესახებ ინფორმაცია ხანდაზმულთა პანსიონატის ადმინისტრაციას დროულად ჰქონდა მიწოდებული.
ასევე, ბათუმის N 105 ამომრჩეველლთა სიაში დაფისირდა ორი ამომომრჩეველი, რომელმაც უკვე დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება.
“განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი” (CDD) დააკვირდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების მიმდინარეობას საქართველოს 73 საარჩევნო ოქლში 150 კაციანი სადამკვირევბლო მისიით.
მთლიანობაში 20 სპეცუბანია შექმნილი. აქედან 9 თავდაცვის სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, 8 არის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, 2 შინაგან საქმეთა სამინისტროში და 1- ხანდაზმულთა პანსიონატში.
12:00 საათისათვის დაფიქსირებულია პროცედურული ხასიათის დარღვევები, მათ შორის: საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება, ბიულეტენების წინასწარი გამზადება, საკონტროლო ფურცლის ხარვეზებით შევსება). სადამკვირვებლო მისიის პრინციპებია კანონის პატივისცემის დემონსტრირება, დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, სიზუსტე, გამჭვირვალეობა და პროფესიონალიზმი.








