ახალი ამბები

ISFED: მარტვილის მე–16 საარჩვენო უბანზე საარჩევნო პროცესი აღდგა

15 ივნისი, 2014 •
ISFED: მარტვილის მე–16 საარჩვენო უბანზე საარჩევნო პროცესი აღდგა

მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიაში სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელი იმყოფება და აკვირდება მოვლენების განვითარებას. 


ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ამ დროისათვის დადგენილია გატაცებული ბიულეტენების ადგილმდებერეობა. მიმდიანრეობს გამოძიება. აღნიუშნულ უბანზე 380 ამომრჩეველია რეისტრირებული.


სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, ლანჩხუთის  საარჩევნო ოლქის 24–ე საარჩევნო უბანზე აგიტაციის 1 ფაქტი დაფიქსირდა. უბანზე იმყოფებოდა ამომრჩეველი 41-ნომრიანი მაისურით. 

 

საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა არაუფლებამისილი პირის ყოფნა სიღნაღის 1 და 30–ე უბანზე – იქ იმყოფებოდნენ არასაპარლამენტო ოპოზიციის  და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები. 

 

პროცედურის დარღვევა, რამაც ბიულეტენების ბათილობა გამოიწვია:  ზუგდიდის ოლქის 89-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთში კომისიამ არ მოათავსა საკონტროლო ფურცელი, რის შედეგადაც პროცესი შეყოვნდა, გაბათილდა 5 ბიულეტენი, საარჩევნო ყუთი განმეორებით დაილუქა და კენჭისყრა გაგრძელდა;

 

ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საარჩევნო კომისიებში შეტანილია 9 საჩივარი.

 

 


 

მასალების გადაბეჭდვის წესი