ახალი ამბებირეკლამა

„სანტექ.სერვისი“ – საიმედო სანტექნიკური და საკანალიზაციო მომსახურება 24/7

12 დეკემბერი, 2018 • 6989
„სანტექ.სერვისი“ – საიმედო სანტექნიკური და საკანალიზაციო მომსახურება 24/7

სახლში ან კომპანიაში ხშირად გვექმნება სანტექნიკური თუ საკანალიზაციო ქსელთან დაკავშირებული პრობლემები. სულაც არ არის გამორიცხული, რომ თქვენც შეგეხოთ მსგავსი პრობლემა და დამოუკიდებლად ვერ გადაწყვიტოთ. შესაძლოა, ვერც მეგობრის რეკომენდაციით იპოვოთ კარგი ხელოსანი უცებ. „სანტექ.სერვისი“ კი ის კომპანიაა, რომელიც სწრაფად [24/7] და ხარისხიანად მოგიგვარებთ პრობლემას – კომპანია საიმედო სანტექნიკურ და საკანალიზაციო მომსახურებას გთავაზობთ, საკუთარი პროფესიონალი გუნდითა და ტექნიკით.

„სანტექ.სერვისს“ მნიშვნელოვანი უპირატესობები აქვს. ესენია: პროფესიონალი გუნდი, ოპერატიული 24 საათიანი მომსახურება და საკუთარი სპეც.ტექნიკადა სპეც. აპარატურა.

„სანტექ.სერვისი“ 2012 წლიდან ეხმარება ადამიანებს მნიშვნელოვანი პრობლემების დროულად მოგვარებაში. კომპანიის საქმიანობასა და სერვისებზე დასმულ კითხვებს კომპანიის დირექტორი, ზვიად სამუშია პასუხობს.

ზვიად სამუშია

ზვიად სამუშია

  • ბატონო ზვიად, როდის შეიქმნა სანტექ.სერვისი და რამდენ ქალაქში საქმიანობთ?

კომპანია „სანტექ.სერვისი“ შეიქმნა 2012 წელს. ჩვენ ვემსახურებით თბილისს, მცხეთას, რუსთავს, გარდაბანსა და მარნეულს. 2018 წელს ფილიალი გავხსენით ბათუმში, რომელიც ემსახურება ქობულეთიდან სარფამდე აჭარის სანაპირო ზოლს.

  • რა მომსახურებას სთავაზობთ მოსახლეობას?

ჩვენი ძირითადი მიმართულება არის წყალმომარაგების, კანალიზაციის, სანიაღვრე და გათბობის სისტემებზე 24 საათიან საავარიო მომსახურება, როგორც ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის.

დეტალური ინფორმაციის სანახავად დააკლიკეთ შესაბამის განყოფილებას

კანალიზაცია

საკანალიზაციო ტრაპის გაწმენდა

უნიტაზის გაწმენდა

საკანალიზაციო დგარის გაწმენდა

მწოლიარე მილის გაწმენდა

საკანალიზაციო ჭის ამოტუმბვა

საკანალიზაციო ჭის გაწმენდა

საკანალიზაციო ქსელის გარეცხვა

ხელსაბანის ხაზის გაწმენდა

სამზარეულოს ხაზის გაწმენდა

საკანალიზაციო ჭის ამოტუმბვა(თბილისიდან 30 კმ. რადიუსში)

საკანალიზაციო ჭის ამოტუმბვა (დიღომის და გლდანის ტერ-ზე)

სანტექნიკა

ონკანის შეკეთება-მონტაჟი

ხელსაბანის მონტაჟი

უნიტაზის ავზის შეკეთება-მონტაჟი

პადონისა და ბიდეს მონტაჟი

სახშხაპე კაბინის შეკეთება და მონტაჟი

აბაზანის დემონტაჟი/მონტაჟი

სარეცხი მანქანის მონტაჟი

მილყელის შედუღება

ვენტილის მონტაჟი

“არკოს” ვენტილის შეცვლა

ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟი

წყლის მრიცხველის მონტაჟი

წყლის მრიცხველის მონტაჟი/გამოტეხვით

წყლის ტუმბოს მონტაჟი

მომსახურება სპეციალური აპარატით

მილის დათვალიერება ვიდეო თვალით

შახტის დათვალიერება ვიდეო თვალით

ფარული დაზიანების საძიებო სამუშაოები (კედელში/გრუნტში)

დაფარული ჭის მოძებნა

მილის მიმართულების მოძებნა (კედელში/გრუნტში)

  • როგორ აგნებთ პრობლემის მიზეზს და რა ტექნიკით მუშაობთ?

კომპანია ,,სანტექ.სერვისი“-ს ტექნიკური ჯგუფები  აღჭურვილია სპეციალური ტექნიკით, როგორიცაა ფარული დაზიანების მოსაძებნი პარატი, მილის მიმართულების საძიებო და სხვა სხვავასხვა თანამედროვე აპარატურა, რომლის საშუალებითაც ხორციელდება ნებისმიერი სირთულის პრობლემის აღმოფხვრა, ასევე ყოველწლიურად  ხდება ტექნიკური გადაიარაღება. ასევე  გვაქვს სპეციალური დიაგნოსტიკური მობილური ლაბორატორია, რისი გამოყენებითაც წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემაში ნებისმიერი ტიპის პრობლემის დაზუსტებაა შესაძლებელი.

კომპანიის სპეც. ტექნიკების ჩამონათვალშია ასევე  წყლის ჭავლის აპარატი, რომელიც გამოიყენება კანალიზაციისა და სანიაღვრე მილების გასაწმენდად. ასევე, გვაქვს აპარატები, რომლებითაც მილსა და შახტს  ვათვალიერებთ ვიდეოთვალით; კედელსა და გრუნტში ვეძებთ ფარულ დაზიანებას, ვაგნებთ დაფარულ ჭას, ვადგენთ მილის მიმართულებას და ა.შ.

  • რატომ უნდა გენდოთ მომხმარებელი, რამდენად კვალიფიციური თანამშრომლები გყავთ?

როგორც ზემოთ აღვნიშნე კომპანია ,,სანტექ.სერვისის“ ტექნიკური ჯგუფები დაკომპლექტებულია კვალიფიციური და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტებით, ასევე ინტესიურად ხორციელდება მათი გადამზადება მუდვიმი განვითარებისთვის.

  • ვინ არიან თქვენი კლიენტები, რომელ კომპანიებს ემსახურებით?

კომპანია “სანტე.ქსერვისს” ენდობიან ორგანიზაციები და კომპანიები როგორიცაა: ბილაინი, პე-ეს-პე, ავერსი, კარფური, მაკდონალდსი, გუდვილი და ა.შ. ასევე, ვემსახურებით  ათეულობით ბაგა-ბაღებს და სკოლებს. ასევე  ქალაქ მარნეულსა და მარნეულის მუნიციპალიტეტის ათზე მეტ სოფელს;  გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს; ქალაქ ბათუმის საბავშვო ბაღებს და სკოლებს. ვემსახურებით საქართველოს ფოსტასა და რკინიგზას. არაერთ სახელმწიფო დაწესებულებას, მიმდინარე წელსგანვახორციელეთ ქალაქ რუსთავის სანიაღვრე სისტემის პროფილაქტიკური სამუშაოები;

  • ბაზარზე თქვენ არ ხართ ერთადერთი, ვინც ამ კუთხით მუშაობს. მომხმარებელი, რომელსაც, მაგალითად, გაუფუჭდა სამზარეულოში წყლის სისტემა, თქვენთან რატომ უნდა მოვიდეს?

ჩვეთან თანამშრომლობა მარტივი, სწრაფი და კომფორტულია, რაც მთავარია კომპანია ,,სანტექ.სერვისი“ გამოირჩევა კონკურენტუნარიანი ფასებით.

გარდა ამისა, გვაქვს ფასდაკლებისა და ამხანაგობის ბარათი: წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე კომპანიამ შეიმუშავა სააბონენტო მომსახურების პრინციპები და იურიდიულ პირებს როგორც ერთჯერად, ასევე ინდივიდუალურად მორგებულ 24-საათიან, ულიმიტო სააბონენტო მომსახურებას სთავაზობს.ხოლო ფიზიკურ პირებს ფასდაკლების ბარათებს, რომელიც საჩუქრად გადაეცემათ მსურველებს.

  • გრძელვადიანი თანამშრომლების მსურველები რა ტიპის ფასდაკლებით ისარგებლებენ?

ფიზიკურ პირს შეუძლია აიღოს კომპანიის ფასდაკლების ბარათი და დაარეგისტრიროს მისთვის სასურველი 2 საცხოვრებელი მისამართი, მაგალითად: 1 სახლი თბილისში და 1 სახლი ბათუმში. ბარათის მფლობელი 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს მის მიერ დარეგისტრირებულ კერძო საკუთრებაში არსებული გათბობის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებზე.

რაც შეეხება ამხანაგობის ბარათს, ის თავმჯდომარეზე ფორმდება და ბარათის მფლობელი ამხანაგობა ისარგებლებს 24- საათიანი, ულიმიტო მომსახურებით წითელ ხაზში და ასევე, შენობაში არსებულ საერთო სარგებლობის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებზე დაზიანების დროს.

„სანტექსერვისს“ შეუძლია მომხმარებელს მოუგვაროს ნებისმიერი სირთულის პრობლემა, შეუქმნას მშვიდი და კომფორტული გარემო. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ კომპანიის ფეისბუქგვერდს, ან დარეკეთ ნომერზე – (032) 2 45 45 46.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი