ახალი ამბები

ამომრჩევლის პროტესტი მოკლული რეინჯერის საქმეზე გამოძიების გამო

15 ივნისი, 2014 •
ამომრჩევლის პროტესტი მოკლული რეინჯერის საქმეზე გამოძიების გამო

“ჩემი ხარაგაულის” ცნობით,  „ვახანის საარჩევნო უბნის შესასვლელ კართან დგას სკამი, რომელზეც დევს 2012 წლის მაისში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოკლული რეინჯერის მერაბ არევაძის ფოტო. ვახანელები აცხადებენ, რომ არ აპირებენ საარჩევნო უბანში მისვლას და ამით გამოხატავენ პროტესტს იმისთვის, რომ ობიექტურად გამოიძიონ მერაბ არევაძის მკვლელობის საქმე ხელახლა.“

 

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ვახანში “ქართული ოცნების”, “ნაციონალური მოძრაობის” და სხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატებმა თავიანთი კანდიდატურები არჩევნებიდან მოხსნეს. ამის მიზეზი ხარაგაულის რაიონის სოფელ ვახანის მკვიდრის, რეინჯერ მერაბ არევაძის გარდაცვალების ფაქტი გახდა, რომელიც 2012 წლის 14 მაისს  გაუჩინარდა, ხოლო 18 მაისს გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, რეინჯერს თავი ნაჯახით ჰქონდა გაჩეხილი.

მოსახლეობა ამ ფაქტის გამოძიებას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი