ახალი ამბები

გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის ახლობლებმა ანაკლიაში საარჩევნო უბანი დაარბიეს

15 ივნისი, 2014 •
გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის ახლობლებმა ანაკლიაში საარჩევნო უბანი დაარბიეს

ანაკლიაში დარბეული საარჩევნო უბანი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014, ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ნეტგაზეთი
ანაკლიაში დარბეული საარჩევნო უბანი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014, ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ნეტგაზეთი

აღნიშულ უბანზე 1140 ამომრჩეველია რეგისტრირებული, უკვე ხმა 102 ამომრჩეველს ჰქონდა მიცემული, როდესაც იქ აბულაძის ოჯახის წევრები მივიდნენ, დაარბიეს იქაურობა და შედეგად შეწყდა საარჩევნო პროცესი.


ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავ,ჯდომარის ნანა ოკუჯავას განცხადებით, უბნის დარბევის ფაქტს საოლქო კომისიის წარმომადგენლები სწავლობენ. უბანზე არჩევნები ამ დროისთვის ჩაშლილია. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის მუხლით. 

 

გოგიტა აბულაძე 2012 წლის 18 იანვარს გაუჩინარდა. იგი ანაკლიის მკვიდრია. აბულაძე სახლიდან 18 იანვარს სამსახურში, სასტუმრო  “ანაკლიაში” წავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.  როგორც “ლაივპრესი” იუწყება, ოჯახის წევრებმა აბულაძის წერილი გაუჩინარებიდან ორი თვის შემდეგ შემთხვევით აღმოაჩინეს.

 

“გადავედი აფხაზეთში ჟენიას შესახვედრად. ამის შესახებ იცის მალხაზ პაჭკორიამ”,– ნათქვამია წერილში.

 

წერილში ნახსენები მალხაზ პაჭკორია სამეგრელოს რეგიონში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსია. მან ტელეკომპანია „მაესტროსთან“ საუბარში გოგიტა აბულაძესთან კავშირი უარყო.

 

„გამოძახებული ვიყავი. მივეცი ჩვენება. გამოძიებასთან სათანამშრომლოდ ნებისმიერ დროს მზად ვარ. არ ვიცნობდი ამ პიროვნებას, შეხება არ მქონია. ეს ყველაფერი დავაფიქსირე“, – განაცხადა მალხაზ პაჭკორიამ.


ოჯახი აღნიშნული ფაქტის გამოძიებას ითხოვს.

2012 წელს გაუჩინარებული გოგიტა აბაშიძის დედა საარჩევნო უბანში, რომელიც დაარბია, ფოტო:მანანა ქველიაშვილი/ნეტგაზეთი. ანაკლია 2014
2012 წელს გაუჩინარებული გოგიტა აბაშიძის დედა საარჩევნო უბანში, რომელიც დაარბია, ფოტო:მანანა ქველიაშვილი/ნეტგაზეთი. ანაკლია 2014

მასალების გადაბეჭდვის წესი