ახალი ამბები

არჩევნების დღეს სახალხო დამცველის ოფისში ცხელი ხაზი ამოქმედდება

14 ივნისი, 2014 •
არჩევნების დღეს სახალხო დამცველის ოფისში ცხელი ხაზი ამოქმედდება

ომბუდსმენის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებისაგან განსხვავებით, ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანია შედარებით დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა.

 

ომბუდმნი ოფისის განმარტებით, სამართლიანი არჩევნები ქვეყნის დემოკრატიული განვითრების პროცესის უმთავრესი შემადგენელი ნაწილია და მისი მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება კიდევ ერთი ტესტი იქნება ქართული დემოკრატიისათვის:

 

“ამ არჩევნებზეა დამოკიდებული, რამდენად ქმედითი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობა; შესაბამისად, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა შეეძლოს ნების თავისუფალ გარემოში გამოვლენა.”

 

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს თითოეული მოქალაქის  მონაწილეობის მნიშვნელობას საარჩევნო პროცესში და მოქალაქეთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით გამოთქვამს მზადყოფნას, საქართველოს მასშტაბით ზედამხედველობა გაუწიოს არჩევნებში მონაწილე პირთა უფლებების დაცვას.

 

სახალხო დამცველის აპარატი
სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ მის ოფისს არ გააჩნია შესაბამისი მანდატი საარჩევნო უბნებზე დააკვირდეს უშუალოდ ხმის მიცემისა და საარჩევნო უფლების რეალიზაციის პროცესს, თუმცა აპარატის სპეციალური მობილური ჯგუფები 15 ივნისს – მთელი დღის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში მონიტორინგს გაუწევენ არჩევნების პროცესში ადამიანის სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტებს, რასაც სათანადო შესწავლის შედეგად შესაბამისი რეაგირება მოყვება.

 

არჩევნების დღეს დაფიქსირებული ხარვეზების შემთხვევაში მოქალაქეებს საშუალება ექნებათ დარეკონ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე – 2913814/15. 

 

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ხვალ, 15 ივნისს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობა 3 472 772 ამომრჩეველს შეუძლია. 

 

საქართელოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 166 ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის 17 610 წარმომადგენელი აკვირდება

მასალების გადაბეჭდვის წესი