ახალი ამბები

არჩვენების მედიაცენტრში პირველი პრესკონფერენციები დღეს გაიმართება

14 ივნისი, 2014 •
არჩვენების მედიაცენტრში პირველი პრესკონფერენციები დღეს გაიმართება

მედიაცენტრი ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ინიციატივითა და მხარდაჭერით იხსნება. მედიაცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნებზე დაკვირვებას აწარმოებენ, მუდმივ რეჟიმში მიაწვდიან ინფორმაციას მედიას არჩევნების მიმდინარეობის შესახებ.

არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდში საარჩევნო პროცესების შესახებ მედიაცენტრში ბრიფინგებს გამართავენ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველოს“, „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“, „მრავალეროვანი საქართველოს“, „ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და „საზოგადოებრივი დამცველის“ წარმომადგენლები. 

 

მედიაცენტრი
მედიაცენტრი

დღეს, 14 ივნისს, მედიაცენტრის პრეზენტაციის შემდეგ ბრიფინგებს გამართავენ არასამთავრობო ორგანიზაციები:

 

12.00 – ახალგაზრდა იურისტები

12.30 – განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი

13.00 – სამართლიანი არჩევნები

13.30 – ადამიანის უფლებაა ცენტრი

14.00 – მრავალეროვანი საქართველო

 

არჩევნების დღეს, 15 ივნისს, მედიაცენტრში დაგეგმილია 22 ბრიფინგი შემდეგი თანმიმდევრობით:

 

10.00 – ახალგაზრდა იურისტები

10.30 -მრავალეროვანი საქართველო

11.00 – სამართლიანი არჩევნები

11.30 – განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი

12.00 – საერთაშორისო გამჭვირვალეობა

12.30 – საზოგადოებრივი დამცველი

13.00 – ადამიანის უფლებაა ცენტრი

13.30

14.00 – ახალგაზრდა იურისტები

14.30 – -მრავალეროვანი საქართველო

15.00 – სამართლიანი არჩევნები

15.30

16.00-საერთაშორისო გამჭვირვალეობა

16.30

17.00 – განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი

17.30 -საზოგადოებრივი დამცველი

18.00 – ახალგაზრდა იურისტები

18.30 – -მრავალეროვანი საქართველო

19.00 – სამართლიანი არჩევნები

19.30 – განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი

20.00 – საერთაშორისო გამჭვირვალეობა

20.30 – ადამიანის უფლებაა ცენტრი

21.00 – ახალგაზრდა იურისტები

21.40 – სამართლიანი არჩევნები

22.00 – -მრავალეროვანი საქართველო

22.30 

 

არჩევნების შემდეგ დღეს, 16 ივნისს ჩატარდება 7 ბრიფინგი. მედიაცენტრში “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” ხმების პარალელური დათვლის შედეგებს წარმოადგენს.

 

11.00 – სამართლიანი არჩევნები

11.30 – -მრავალეროვანი საქართველო

12.00 – ახალგაზრდა იურისტები

12.30 – განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი

13.00 – საერთაშორისო გამჭვირვალეობა

13.30 – ადამიანის უფლებაა ცენტრი

14.00 – საზოგადოებრივი დამცველი

 

მედიაცენტრი წარმატებით მუშაობდა 2007 წლის საპარლამენტო, 2008 წლის საპრეზიდენტო, 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის, 2012 წლის საპრეზიდენტო და 2013 წლის საპარლამენტო არჩევნებისას. მედაცენტრის ინტერნეტში ინფორმაცია განახლდება ფეისბუქის გვერდზე, რომელსაც მოძიებთ სახელწოდებით NGO მედიაცენტრი. მედიაცენტრის მისამართია: ჭავჭავაძის გამზ. 23, მე-2 სართული.

 

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ხვალ, 15 ივნისს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობა 3 472 772 ამომრჩეველს შეუძლია. 

 

საქართელოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 166 ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის 17 610 წარმომადგენელი აკვირდება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი