ახალი ამბები

დარიალის ხეობაში დროებითი გზა დღეს, 12 საათზე გაიხსნება

14 ივნისი, 2014 • • 1421
დარიალის ხეობაში დროებითი გზა დღეს, 12 საათზე გაიხსნება

სამინისტროს ცნობით, გზის აღდგენით სამუშაოებს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ 24-საათიანი მუშაობის რეჟიმში ახორციელებდა. 

 

დროებით საავტომობილო გზაზე გადაადგილება ყველა ტიპის ავტოტრანსპორტისთვის იქნება დაშვებული და მასზე მოძრაობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.

 

სამინისტრო ცნობით, მოძრაობა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე, დარიალის ხეობაში, 17 მაისს შეწყდა, როდესაც მყინვარწვერიდან  2 მილიონამდე კუბამეტრი მოცულობის ყინულის მასა და მთის ნაშალა ჩამოწვა. 

 

გზის გახსნა შესაძლებლობას მისცემს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც სტიქიის გამო ადმინისტრაციულ ცენტრს იყო მოწყვეტილი, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა შეუფერხებლად მიიღოს, აცხადებს სამინისტრო. 

 

დარიალის ხეობაში დროებითი სატრანსპორტო გზის აღსადგენად სამუშაოები მიმდინარეობს
დარიალის ხეობაში დროებითი სატრანსპორტო გზის აღსადგენად სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, დროებითი საავტომობილო გზის აღდგენის პარალელურად დარიალის ხეობაში ძირითადი გზის გასაყვანად სამუშაოები გრძელება.  

 

სამინისტროს ცნობით, ადგილზე იმყოფება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, რომელიც 15 საათზე სომხეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ გარიკ ბეგლარიანსა და სომხეთის საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორ აშოტ არშაკაიანთან ერთად დარიალში მიმდინარე სამუშაოებს დაათვალიერებენ.

 

17 მაისს ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაზიანდა სოფელ გველეთთან, მდინარე დევდორაკისა და თერგის შესართავთან მთის მასივი ჩამოიშალა, რამაც დააზიანა რუსეთიდან მომავალი 700 მილიმეტრიანი და 1200 მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენები. 

 

სტიქიის შედეგად დაკარგულად განმოცხადაა 6 ადამიანი, რომელთაგან ორის ცხედარი ნაპოვნია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი