ახალი ამბები

ბესელია: არჩევნების დასრულების შემდეგ ასეულობით საქმის გამოძიება გაგრძელდება

13 ივნისი, 2014 • • 1029
ბესელია: არჩევნების დასრულების შემდეგ ასეულობით საქმის გამოძიება გაგრძელდება

“მე მგონია, რომ მორატორიუმის დასრულების შემდეგ ჩვეულებრივ რეჟიმში გადავა პოლიტიკური ცხოვრება. მგონია და დარწმუნებულიც ვარ, რომ ის საქმეები, რომელიც დაწყებულია, ასეულობით საქმეა დღეს გამოძიებაში. მე მაქვს ძალიან ხშირი კომუნიკაცია პროკურატურასთან და ვიცი, რომ ძალიან ბევრი საქმე არის პროცესში. ძალიან აქტიურად იქნება საქმეები გამოძიებული და გახსნილი და ახალ ფაქტებიც სამზეოზე გამოტანილი. მე ვიტყოდი, რომ გაგრძელდება ეს პროცესი”, – განაცხადა ბესელიამ. 

 

გადაცემის წამყვანის, ინგა გრიგოლიას კითხვაზე, “გაგარძელდება თუ არა დაჭერები ქვეყანაში”, ბესელიამ უპასუხა:

 

“საქმე თუ იხსნება, დანაშაული თუ იხსნება, დანაშაული დამნაშავის გარეშე არ არსებობს. როგორც ჩანს, პროკურატურას ძალიან ბევრი მასალა აქვს იმ ადამიანებს წინააღმდეგ, ვისაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა სიმძიმის დანაშაულობები აქვთ ჩადენილი.”

 

ეკა ბესელიას თქმით, მისი და “ქართული ოცნების” ინტერესებში შედის სამართლიანობის აღდგენა. პარლამენტრამა განმარტა, რომ ახალმა მთავრობამ სწორედ უკანონოდ დაკავებული მსჯავრდებულების გათავისუფლებით დაიწყო მუშაობა და შემდეგ საქმეების გამოძებით გააგრძელეს, რომელსაც ბოლომდე მიიყვანენ.

ეკა ბესელია
ეკა ბესელია

მასალების გადაბეჭდვის წესი