ბურჯანაძის განცხადებით, თუ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება, მაშინ იგი შედეგებს მიიღებს, ხოლო თუ გაყალბდა, იგი და მისი პარტიის წევრები არ დაუშვენებ იმას, რომ არჩევნები გაყალბდეს.
“საუბარია სამართლიან და დემოკრატიულ შედეგებზე, თუმცა მთელი წინასაარჩევნო გარემოს გათვალისწინებით, ბუნებრივია, რომ და გამოჩნდა კიდეც საერთაშორისო შეფასებებით, რომ ნამდვილად ვერ იქნება დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი, მაგრამ მინიმალური სტანდარტების დაცვა მაინც თუ მოხერხდება არჩევნების დღეს და არ გაგრძელდება ის მახინჯი პრაქტიკა, რაც ნაციონალური მოძრაობის დროს იყო დაკანობებული, როგორ მუშაობდა მოგელაძის უწყება, როგორ აშინებდნენ და აშანტაჟებდნენ ადამიანებს და დღეს, სამწუხაროდ, ესეც გრძლდება, თუ ეს არ მოხდა, არჩვენების დღეს ნამდვილად მისასალმებელი იქნება, მიუხედავად იმ მძიმე წინასაარჩევნო ფონისა, რომელიც ქვეყანაში იყო”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ბურჯანაძის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ წინასაარჩევნო გარემო ყოფილიყო სამართლიანი და კონკურენტულ გარემოში წარმართული.







