ახალი ამბები

საპენსიო სააგენტოს დაფინანსება 3.8 მლნ ლარი იქნება

4 დეკემბერი, 2018 • 1983
საპენსიო სააგენტოს დაფინანსება 3.8 მლნ ლარი იქნება

2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, საპენსიო სააგენტოს დაფინანსება 3.8 მილიონი ლარით განისაზღვრება. აქედან 2 მილიონი ლარი თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯება. უწყებაში სულ 50 ადამიანი დასაქმდება.

საპენსიო სააგენტოს შექმნის მიზანი დაგროვებითი საპენსიო სქემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფაა. სააგენტოს ევალება “დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელება, მართვა და ადმინისტრირება.

2019 წლის 1 დეკემბრიდან ინერგება დაგროვებითი საპენსიო სისტემის ახალი მოდელი, რომელიც დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფო ბიუჯეტის მხრიდან თანადაფინანსებას გულისხმობს.

სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის 2019 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტით სულ 2.78 მილიარდი ლარი არის გათვალისწინებული, საიდანაც 1.93 მილიარდი ლარი მიიმართება მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისთვის, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია პენსიის 20 ლარით ზრდა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი