ახალი ამბები

სტიქია გურიაში

13 ივნისი, 2014 • • 1262
სტიქია გურიაში

გურიაში გადაუღებლად წვიმს, რამაც რეგიონის სამი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დააზარალა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში მცირე მეწყერული ჩამონაშალია დაფიქსირებული საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე. ასევე, განადგურდა საყანე ფართობები, დაზიანდა მილ-ხიდები და სანიაღვრე არხები.

 

ამ დროისათვის პირველად სამუშაოებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტები აწარმოებენ. ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გურიის მოსახლეობის დასახმარებლად მზადყოფნას გამოთქვამს.

მასალების გადაბეჭდვის წესი