ახალი ამბები

“საქართველოს რკინიგზამ” რიკოთზე სტიქიის გამო უფასო მატარებელი დანიშნა

12 ივნისი, 2014 • • 1099
“საქართველოს რკინიგზამ” რიკოთზე სტიქიის გამო უფასო მატარებელი დანიშნა

მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან  21:00 საათზე გავიდა, ხოლო ზესტაფონიდან თბილისის მიმართულებით 00:00 საათზე გამოვა.

 

“აღნიშნული მატრებელი დაეხმარება მგზავრებს შექმნილ სიტუაციაში უსაფრთხო გადაადგილებაში. თუ გზა არ გაიხსნა, დამატებითი მატარებელი კიდევ დაინიშნება” – აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში. 

 

12 ივნისს თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 146-ე კმ-ზე (რიკოთის გვირაბის დასავლეთი მხარე) დიდი მოცულობის მიწისა და კლდის ჩამოშლის გამო მთლიანად ჩაიკეტა გზის სავალი ნაწილი.

 

ჩამოწოლილი მეწყერის გამო საავტომობილო გზის კმ136–კმ152 (ჩუმათელეთი-ხევი) მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

 

ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით, გარდა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა.

 

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ამჟამად რიკოთის უღელტეხილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

 

საქართველოს რკინიგზა
საქართველოს რკინიგზა

მასალების გადაბეჭდვის წესი