ახალი ამბები

“ქართული ოცნება” მარნეულში კანდიდატის მოხსნის საკითხს აყენებს

12 ივნისი, 2014 • • 983
“ქართული ოცნება” მარნეულში კანდიდატის მოხსნის საკითხს აყენებს

ამ თემაზე კოალიცია სპეციალურ განცახდებას ავრცელებს: 

“კოალიცია ,,ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ იმსჯელა და, მარნეულში შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ მოახერხონ ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების პროვოცირება, აგრეთვე თავიდან იქნეს აცილებული დამატებით სიტუაციის ესკალაცია, მიიღო გადაწყვეტილება ურჩიოს მარნეულის ,,ქართული ოცნების“ კანდიდატს, მოხსნას არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა ეთნიკურად აზერბაიჯანელი 2 ოპოზიციური კანდიდატის სასარგებლოდ.”

 

“ჩვენ ვარღვევთ წლების განმავლობაში დამკვიდრებულ მანკიერ პრაქტიკას, როდესაც, როგორც წესი, მარნეულში ხელისუფლება ამომრჩეველს თავს ახვევდა საკუთარ კანდიდატს და ყოველთვის იმარჯვებდა სახელისუფლებო კანდიდატი. 
აქამდე ყველა ხელისუფლება გადაწყვეტილებას იღებდა მხოლოდ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე და ამას აყენებდა სახელმწიფოებრივ ინტერესზე მაღალა, რაც ხელს უწყობდა ქვეყანაში, საზოგადოებაში დაბალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებას. იმის ნიშნად, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის მთავარია სახელმწიფოს ინტერესები, საზოგადოებრივი თანხმობა და ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ამაღლება, ვქმით პრეცედენტს, როდესაც ხელისუფლება თავად ხსნის თავის კანდიდატურას ოპოზიციური კანდიდატების სასარგებლოდ” – ნათქვამია პოლიტსაბჭოს განცხადებაში. 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის აკმამედ იმამყულიევის სარჩელი და მას მარნეულში არჩევნებში მონაწილეობის უფლება 2014 წლის 10 მაისს აღუდგინა.

 

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ამავე მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან, აკმამედ იმამკულიევის კანდიდატურა 5 ივნისს რეგისტრაციიდან მოხსნა.

ქართული ოცნება
ქართული ოცნება

მასალების გადაბეჭდვის წესი