09:00 ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)ვიცე-პრეზიდენტს ანდრას სიმორისა და ევროპისა და რეკონსტრუქციის განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონალურ დირექტორ ბრუნო ბალვანერას შეხვდება.
10.00 სასტუმრო “რედისონში” გაიმართება საქართველო–ევროკავშირის საერთაშორისო ინვესტორთა კონფერენცია, რომელსაც საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ევროკომისიის პრეზიდენტი ხოსე მანუელ ბაროზო დაესწრებიან.
11:00 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის შესახებ პრესკონფერეციას გამართავს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისის ცენტრალურ ოფისში (ჯანსუღ კახიძის # 15)
11:00 ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, სასტუმრო “ვერე პალასში“, თბილისში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს: „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ნდობის რეიტინგი“ – შედეგებს გამოაქვეყნებს.
11:00„პრაიმტაიმის“ პრესკლუბში, კოალიცია „ქართული ოცნების“ თემქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯაბა სამუშია საარჩევნო პროცესის შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამართავს.
12:00 „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პრესკონფერენციას საპარალამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი გამართავს. თემა: არჩევნები და წინასაარჩევნო გარემო.
12:30 „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში, პრესკონფერენციას „თვითმმართველობა ხალხს“ მერობის კანდიდატი სერგო ჯავახიძე გამართავს. თემა: არჩევენბი, დარღვევები და წინასაარჩევნო გარემო.
13:00„პრაიმტაიმის“ პრესკლუბში ყოფილი პატიმარი გია ალავიძე, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებთან დაკავშირებით სკანდალურ განცახდებას გააკეთებს.
13:00 იუსტიციის სახლში, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. მის: სანაპიროს ქუჩა No 2
15:00 საქალაქო სასამრთლოსთან პარტია ,,სალომე ზურაბიშვილი- საქართველოს გზა“ თავის მომხრეებთან ერთად საპროტესტო აქციას გამართავს. საკონტაქტო ტელ: 598 40 88 45
15:00 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეხვედრა ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფულესთან.
17.00 სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში საქართველოში ყველაზე არქიტექტორთა მრავალრიცხოვანი ფორუმის პირველი შეკრება შედგება. გიორგი სააკაძის დაღმართი 10.