ახალი ამბები

ვაპირებ მივიდე კვირას დაგეგმილ აქციაზე – თენგიზ გუნავა

1 დეკემბერი, 2018 • 1716
ვაპირებ მივიდე კვირას დაგეგმილ აქციაზე – თენგიზ გუნავა

პარლამენტის წევრი ევროპული საქართველოდან, თენგიზ გუნავა აცხადებს, რომ კვირას გაერთიანებული ოპოზიციის (“ძალა ერთობაშია”) მიერ დაანონსებულ აქციაზე მიდის. დღეს ევროპულმა საქართველომ განაცხადა, რომ სოლიდარულია აქციის მონაწილეთა წუხილების მიმართ, ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა ვადამდელი პროპორციული საპარლამენტო არჩევნების იდეას, თუმცა თქვა, რომ ორგანიზაციულად დემონსტრაციას არ უერთდება.

“მეგობრებო, არჩევნებთან დაკავშირებით არ გამიკეთებია კომენტარი სხვადასხვა მიზეზის გამო, ვთვლი, რომ ეს არჩევნები იყო უკან გადადგმული ნაბიჯი ქართული სახელმწიფოს დემოკრატიის განვითარების გზაზე, რაც ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. უპრეცედენტო მობილიზება საჯარო მოსამსახურეების, “კანონიერი ქურდების” და ძველი ბიჭების გამოყენება, სუსი, პოლიციის აქტიური ჩარევით, ხალხის დაშინებითა და მოსყიდვით მიაღწეს იმ შედეგს, რაც, სამწუხაროდ, გამოქვეყნდა. შედარებისთვის, კარგად გამოჩნდა ქვეყნის გარეთ, მათ შორის ავღანეთში, ჩვენი სამხედროების ბაზებზე, სადაც თავისუფალი იყო ამომრჩევლის ნება, ზურაბიშვილი პირწმინდად დამარცხდა. პირადად მე, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, ვაპირებ კვირას, 2 დეკემბერს მივიდე პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციაზე და სოლიდარობა გამოვუცხადო ჩემს თანამოქალაქეებს, რომლებიც აპროტესტებენ ზემოთ ჩამოთვლილ უსამართლობას, ითხოვენ საარჩევნო სისტემის შეცვლას, შემდგომში ვადამდელი არჩევნების დანიშნვას”, – აცხადებს გუნავა.

ამავე თემაზე

მე მივდივარ კვირას აქციაზე – უგულავა

მასალების გადაბეჭდვის წესი