ახალი ამბები

ქარის გამო ქუთაისის აეროპორტში თვითმფრინავებიდან ბარგი ვერ გადმოაქვთ

30 ნოემბერი, 2018 • 1918
ქარის გამო ქუთაისის აეროპორტში თვითმფრინავებიდან ბარგი ვერ გადმოაქვთ

ძლიერი ქარის გამო, ქუთაისის აეროპორტში თვითმფრინავებიდან ბარგის გადმოტვირთვა ვერ ხერხდება.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, აღნიშნული ეხება “ვიზეარის” საჰაერო ხომალდებს, რომელთაც რეისები დორტმუნდიდან და ბერლინიდან შეასრულეს.

“გაცნობებთ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ძლიერი ქარის გამო ავიაკონპანია ვიზეარის საჰაერო ხომალდებიდან, რომლებმაც შეასრულეს დორტმუნდისა და ბერლინის ავიარეისები, ვერ ხერხდება ბარგის გადმოტვირთვა. მგზავრებს რომლებიც არ ცხოვრობენ ქუთაისში, ბარგი მიეწოდებათ სასურველ მისამართზე”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ქუთაისსა და იმერეთის სხვა ნაწილებში, ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთში დილიდან ძლიერი ქარია. სტიქიამ სხვა არაერთი პრობლემა შექმნა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები, წაიქცა ხეები და დაზიანდა ავტომანქანები.

დაზიანებული სახლები, ავტომობილები და მოგლეჯილი ხეები – ძლიერი ქარი დას. საქართველოში

მასალების გადაბეჭდვის წესი