ახალი ამბები

დაზიანებული სახლები, ავტომობილები და მოგლეჯილი ხეები – ძლიერი ქარი დას. საქართველოში

30 ნოემბერი, 2018 • 1824
დაზიანებული სახლები, ავტომობილები და მოგლეჯილი ხეები – ძლიერი ქარი დას. საქართველოში

იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. დღის განმავლობაში რეგიონებში სტიქიამ  წააქცია ხეები, დააზიანა საცხოვრებელი სახლები და ავტომანქანები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ქარმა სახურავი გადახადა 60 საცხოვრებელ სახლს. წაიქცა 25 ხე,  რის შედეგადაც  5 ავტომანქანა დაზიანდა.

ჯამში, დღის განმავლობაში, უწყებამ რეგიონებიდან 210 შეტყობინება მიიღო. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ქუთაისში, სადაც სტიქიამ რამდენიმე მრავალბინიან კორპუსსა და კერძო სახლს სახურავი გადახადა, ხეები მოგლიჯა და მოსაცდელები დააზიანა.

ძლიერი ქარის გამო ქუთაისის აეროპორტში ორი საჰაერო ხომალდიდან ბარგის გადმოტვირთვას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

სტიქიის ეპიცენტრში ამ დრომდე მუშაობს 150-მდე მეხანძრე-მაშველი, პროცესს კი კოორდინაციას უწევს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რომლის ადმინისტრაციის უფროსი ქუთაისში იმყოფება. სამინისტროს ცნობით, ქუთაისის, ბაღდათისა და წყალტუბოს ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმზეა გადასული.

“ცხელ ხაზზე შესული ზარების შესაბამისად, გამოძახებაზე გადიან სამაშველო და სასწრაფო-სამედიცინო სამსახურების ბრიგადები”, – აღნიშნავს უწყება.

სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ სტიქიის ზონაში ელექტროქსელებიც დაზიანდა, რომელთა აღდგენის სამუშაოებს განაგრძობს “ენერგო-პრო ჯორჯია“.

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი