ახალი ამბები

საიას კვლევა: ცესკო ოპოზიციისა და სახელისუფლებო კანდიდატების მიმართ არათანმიმდევრულია

11 ივნისი, 2014 • • 1172
საიას კვლევა: ცესკო ოპოზიციისა და სახელისუფლებო კანდიდატების მიმართ არათანმიმდევრულია

საია-ს იურისტმა და კვლევის ავტორმა ლელა ტალიურმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ რამდენიმე კანდიდატმა მათ დაუდასტურა ზეწოლის ფაქტების არსებობა, ხოლო უმეტესობა კანდიდატებისა თავს არიდებდა მათთან საუბარს.

 

ტალურის თქმით, მათ აღრიცხეს მოქალაქეზე შესაძლო ზეწოლის 52 ფაქტი, რომელთაგან 50 კანდიდატია.

 

საიას კვლევის მიხედვით, დადებითადაა შეფასებული უწყებათაშორის კომისიის საქმიანობა, თუმცა საბოლოოდ მისი მუშაობა არაეფექტური აღმოჩნდა. იმის მიუხედავად, რომ კომისიამ გასცა კარგი რეკომენდაციები, ისინი არ გათვალსიწინებულა, ამბობს კვლევა.

საიას იურისტი საუბრობს იმაზე, რომ ოპოზიციის კანდიდატებს აპრილსა და ივნისში უარი ეთქვათ კანდიდატად რეგისტრაციაზე, თუმცა ამავე იდენტურ საქმეებზე მმართველი პარტიის კანდიდატებს ფოთისა და რუსთავის შემთხვევაში არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცათ.

 

საიას წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური კვლევის პრეზენტაცია. 2014 წლის 10 ივნისი
საიას წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური კვლევის პრეზენტაცია. 2014 წლის 10 ივნისი

„საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებები ამ საქმეებზე არათანმიმდევრული იყო, და ზოგადად ამგვარი გადაწყვეტილებები უარყოფითად აისახება მის სანდოობასა და იმიჯზე,“- ამბობს ტალიაური

 

კახა კოჟორიძის, საია-ს ხელმძღვანელის თქმით, შსს-ს დამოკიდებულება შესაძლო დარღვევების ფაქტებზე და მისი 1 ივნისის განცხადება, მიანიშნებს პოლიციის არაადეკვატურ დამოკიდებულბაზე შესაძლო დარღვევების მიმართ.

 

მისი თქმით, პროკურატურის ინფორმაციით, შესაძლო დარღვევის 4 აქტზე დაიწყო გამოძიება, რაც ძალიან მცირეა.

„ცხადია, გვქონდა მოლოდინი იმისა, რომ ადეკვატური რეაგირება მოყვებოდა ამგვარ ფაქტებს“, – კახა კოჟორიძე.

 

კახა კოჟორიძე წუხს, რომ შესაძლო ძალადობის ფაქტებზე  არ მომხდარა ცალსხა დაგმობა, ამის მაგივრად საზოგადოება ისმენდა ირაკლი ღარიბაშვილის დაპირებას, რომ რეგიოენბში ოპოზიციის ვერც ერთი კანდაიდტი ვერ გიმარჯვებდა, რაც უარყფითად აისახება წინასაარჩევნო გარემოზე.

 

„ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ პრემიერმინისტრი აუცილებლად არაკანონიერი მეთოდების გამოყენებას გულისხმობდა, მაგრამ სასურველი იყო დაფიქრება იმაზე, თუ როგორი აღქმა შეიძლება მოყოლოდა ამ განცხადებას,“ – ამბობს კოჟორიძე.

 

საიას კვლევა მოიცავს 1 მაიაიდან 10 ივნისამდე პერიოდს. კვლევის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა თავდასხმის – 2, ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობის – 4, წინასაარჩევნო კამპანაში ხელშეშლის – 9, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების – 2, სავარაუდოდ აგიტაციის წესების დარღვევის – 1, სამსახურიდან გათავისუფლების – 2, პოლიტიკური რეკლამის განთავსების წესების დარღვეის 1 ფაქტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი