ახალი ამბები | ,

მეტი უნდა გაკეთდეს კანდიდატებისთვის თანაბარი სათამაშო მოედნის უზრუნველსაყოფად – აპატურაი

30 ნოემბერი, 2018 | | 890
მეტი უნდა გაკეთდეს კანდიდატებისთვის თანაბარი სათამაშო მოედნის უზრუნველსაყოფად – აპატურაი

ნატო-ს სპეციალური წარმოამდგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი სალომე ზურაბიშვილს ულოცავს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას.

“ასევე, ვულოცავ ქართველ ხალხს არჩევნებს, რომელიც შეფასდა როგორც თავისუფალი და კონკურენტული. ეს იყო დაძაბული კამპანია და მომავალში უფრო მეტი უნდა გაკეთდეს ყველა კანდიდატისთვის თანაბარი სათამაშო მოედნის უზრუნველსაყოფად”, – წერს ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელში, მის ოფიციალურ გვერდზე.

აპატურაის ინფორმაციით, ის ელის საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრას და მომავალი თანამშორმლობის გაგრძელებას.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი