განცხადებას ამის თაობაზე იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ 6 ივნისის სხდომაზე უწყებათაშორისმა კომისიამ მთელი სიმკაცრით დაგმო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელი პირების მხრიდან მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია და კომისიის თავმჯდომარემ და წევრებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ იმამყულიევის კანდიდატურის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილების შესაცვლელად არა ფიზიკური ძალა ან ვერბალური აგრესია, არამედ გასაჩივრების კანონიერი გზები უნდა ყოფილიყო გამოყენებული.
“უწყებათაშორისი კომისია კიდევ ერთხელ შეახსნებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ მიუღებელია და ქვეყნისათვის საზიანოა ყოველგვარი ძალადობა, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციაზე, და რომ წინასაარჩევნო კამპანიისას ყველა კანდიდატს უნდა მიეცეს თანაბარი შესაძლებლობა საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად. საბოლოო და თავისუფლ არჩევანს გააკეთებს ამომრჩეველი არჩევნების დღეს”, – ნათქვამია განცხადებაში.