პარტიის წარმომადგენელი ცესკოში, ლევან თარხნიშვილი აცხადებს, რომ სასამართლომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო:
“მოსამართლემ ერთადერთი სამართლიანი და ერთადერთი შესაძლებელი გადაწყვეტილება გამოიტანა, დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა მარნეულის საოლქოს თავმჯდომარის განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ბატონი იმამყულიევის რეგისტრაცია შეჩერდა. სასამართლომ გაიზიარა ჩვენი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ მსგავს სიტუაციაში, რომელიც ეხებოდა რუსთავს და ფოთს, ცესკომ, საარჩევნო ადმინსიტრაციამ და სასამართლომ მიიღო სხვა გადაწყვეტილება, კერძოდ, მათ შეუნარჩუნდათ რეგისტრაცია. მთავარი არგუმენტი იყო, რომ ისინი ცხოვრობდნენ საქართველოში და დროებით გადიოდნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, შესაბამისად, ეს არ ითვლება ქვეყნის მუდმივად დატოვებად. იგივე არგუმენტები გვქონდა ჩვენც. სამწუხაროა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურის გამო არ გაითვალისწინა ეს არგუმენტები და მიიღო, ერთი მხრივ, აბსურდული და, მეორე მხრივ, პოლიტიკური გადაწყვეტილება”, – აცხადებს ლევან თარხნიშვილი.
მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ამავე მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან, აკმამედ იმამკულიევის კანდიდატურა 5 ივნისს რეგისტრაციიდან მოხსნა.