ახალი ამბები

იმედია, არჩევნების შედეგი ურთიერთობის ნორმალიზებას შეუწყობს ხელს – კარასინი

29 ნოემბერი, 2018 • 2360
იმედია, არჩევნების შედეგი ურთიერთობის ნორმალიზებას შეუწყობს ხელს – კარასინი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის თქმით, მოსკოვი იმედოვნებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების წინაპირობა იქნება.

“ვიმედოვნებთ, რომ არჩევნების შედეგები რიგ საკითხებში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის გაჯანსაღებას და ნორმალიზებას შეუწყობს ხელს,” – ამბობს RIA-თან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასმინი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხმათა 40.48% მიიღო, რაც რაოდენობრივად 780 633 ხმაა. ამომრჩეველთა 59.52%-მა (1 147 627) ხმა მისცა მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის 3 705 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი