ახალი ამბები

უბნების 100% დათვლილია: ზურაბიშვილი – 59.52%, ვაშაძე – 40.48%

29 ნოემბერი, 2018 • 1105
უბნების 100% დათვლილია: ზურაბიშვილი – 59.52%, ვაშაძე – 40.48%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის [12:00 საათი] საარჩვენო უბნების 100% უკვე დათვლილია.

წინასწარი მონაცემებით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხმათა 40.48% მიიღო, რაც რაოდენობრივად 780 633 ხმაა. ამომრჩეველთა 59.52%-მა (1 147 627) ხმა მისცა მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის 3 705 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი