„ხუცუბანში, ანთაძის ოჯახში თარხან-მოურავის პარტიულ აქტივს საწყობი აქვს სუპების, რომელსაც მოსახლეობას ურიგებენ. ვაპირებ მივმართო შშს-ს, რომ გამოიძიონ ეს ფაქტი და კანონის შესაბამისად, ქობულეთის საარჩევნო ოლქმა მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული პარტიის წინააღმდეგ,“ – აცხადებს დავით რობაქიძე. 

 

თუ როგორ მოხდა ჰუმანიტარული ტვირთი პარტიების, კონკრეტულად, თარხან-მოურავის პარტიის ხელში, დავით რობაქიძე ამბობს, რომ ამის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს. 

 

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“  ბათუმის მერობის კანდიდატის თეიმურაზ მიქელაძის განცხადებით, „ლეიბორისტული პარტის“ სიცრუეს ავრცელებს:

 

„არ ვიცი, ჭორებს მე არასდროს არ ვუსმენ არასდროს. მე არ მსმენია ამ ფაქტის შესახებ და ალბათ ჭორია. არ ვიცი რა ხდება. თარხან-მოურავის პარტია არავის ხელფასს არ უხდის, რადგან არ აქვს საშუალება და რა უნდა დაარიგოს. ეგ არის ზღაპარი,“- ამბობს თეიმურაზ მიქელაძე. 

 

ჰუმანიტარული საკვების დარიგებას უარყოფს „პატრიოტთა ალიანსის“ შტაბის წევრი, ალექსანდრე ჩხარტიშვილი: „წარმოუდგენელია, პლაკატებიც კი არ გვაქვს ქალაქში, არ გვაქვს ამის შესაძლებლობა  და გამორიცხულია, რომ პარტიას ამის შესაძლებლობა ჰქონდეს”. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *