როგორც ზალკალიანმა ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამკვირვებლებს მოწვევა ოთხჯერ გაუგზავნა:
“ჩვენი ვალდებულება იყო, რომ გაგვეგზავნა მოწვევა ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციაზე, რომელიც ასრულებს მონიტორინგს, ეს გახლავთ უპირველეს ყოვლისა ეუთო და ევროპის საბჭო. 4–ჯერ გავგზავნეთ ეუთოზე და ადამიანის უფლებათა დაცვის ბიუროზე(ODIHR) მოწვევა, პირველი ჯერ კიდევ 4 თვით ადრე არჩევნებამდე, როდესაც ჩვენ თარიღიც კი არ ვიცოდით როდის ჩატარდებოდა, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ მზაობა გამოგვევლინა არჩევნებში საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობასთან დაკავშირებით მაშინვე გავუშვით, შემდგომ უკვე, როდესაც პრეზიდენტმა გამოაცხადა არჩევნების ჩატარება, თარიღის მითითებითაც გავგზავნეთ, რაზეც ეუთოსგან მივიღეთ პასუხი, რომ ბიუჯეტი არ იყო დამტკიცებული და ისინი ვერ გამოგზავნიდნენ დამკვირვებლებს საქართველოში, შემდეგ უკვე როდესაც ეუთომ დაამტკიცა ბიუჯეტი მაშინაც გავუგზავნეთ ხელმეორე მოწვევა, მაგრამ კვლავ მივითეთ პასუხი, რომ იმის გამო, რომ ძალიან მოკლე პერიოდია დარჩენილი სრულფასოვანი მისიით ისინი ვერ იქნებოდნენ წარმოდგენილი, თუმცა ჩვენთვის ცნობილია, რომ ევროპის საბჭოს კონგრესი დააკვირდება ამ არჩევნებს, ეუთოს წევრ ქვეყნებსაც ეყოლებათ თავისი დამკვირვებლები”, – განაცხადა ზალკალიანმა.
მისივე თქმით 28–29 ივნისს ევროპის საბჭოს წინასწარი მისია უკვე იმყოფებოდა საქართველოში საარჩევნო გარემოს შესაფასებლად, ხოლო მიმდინარე კვირაში ისინი კვლავ ჩამოვლენ და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად დააკვირდებიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.