ნეტგაზეთი | ინგუშეთში საპროტესტო დემონსტრაციაზე ისევ გამოვიდა ასობით ადამიანი ინგუშეთში საპროტესტო დემონსტრაციაზე ისევ გამოვიდა ასობით ადამიანი – Netgazeti

ინგუშეთში საპროტესტო დემონსტრაციაზე ისევ გამოვიდა ასობით ადამიანი

27 ნოემბერს ინგუშეთის ქალაქ ნაზრანში ათასობით ადამიანი გამოვიდა ჩეჩნეთთან სადავო სასაზღვრო შეთანხმებისა და მასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად.

Кавказский узел-ის თანახმად, 27 ნოემბერს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კონსტიტუციურობას. საუბარია იმ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ადგილობრივმა საკონსტიტუციო სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადა სასაზღვრო შეთანხმება ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ლიდერებს შორის, რადგან ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტას რეფერენდუმის გარეშე დაუშვებლად მიიჩნევს.

ჩეჩნეთისა და ინგუშეთის მეთაურებმა, რამზან კადიროვმა და იუნუს-ბეკ ევკუროვმა, 2018 წლის 26 სექტემბერს გააფორმეს ხელშეკრულება, რომლითაც რუსეთის ფედერაციის ორ ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკას შორის ტერიტორიები გაიცვლება. ამ შეთანხმებით დგინდება ადმინისტრაციული საზღვარი ორ რესპუბლიკას შორის.

საპროტესტო აქცია ნაზრანში. 27.11.2018. ფოტო: მაგომედ მუცოლგოვი/ფეისბუკი

საპროტესტო აქცია ნაზრანში. 27.11.2018. ფოტო: მაგომედ მუცოლგოვი/ფეისბუკი

საპროტესტო აქცია ნაზრანში. 27.11.2018. ფოტო: მაგომედ მუცოლგოვი/ფეისბუკი

თუმცა ინგუშების ნაწილს მიაჩნია, რომ ტერიტორიების გაცვლა უსამართლოდ მოხდა და ჩეჩნეთს უფრო დიდი ტერიტორიები ერგო. ოქტომბერში დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციები ინგუშეთის ხელისუფლებისკენ იყო მიმართული. როგორც ჩრდილო კავკასიის საკითხების კომენტატორი, კარინა ავედისიანი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, დემონსტრანტებმა ფრთხილად მოაქციეს პროტესტის ობიექტი ჩარჩოში: ისინი ამას განიხილავდნენ, როგორც საშინაო საკითხს — უთანხმოებად ინგუშ ხალხსა და მათ წარმომადგენლებს შორის, რომლებმაც სრულიად გაუმჭვირვალედ მიიღეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება.

ნახეთ დეტალურად:

“უპრეცედენტო აქციები ჩრდილოეთ კავკასიაში” — რა ხდება ინგუშეთში?

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com