თბილისში ერთი ადამიანი მოკლეს

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, გვიან ღამითნერთი ადამიანი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით 25 წლის გ.ხ. დააკავეს. დამტკიცების შემთხვევაში, ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც სამართალდამცავი უწყება იტყობინება, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დროებით საცხოვრებელ სახლში ამავე მისამართზე მცხოვრებ ბინის მფლობელს – 1973 წელს დაბადებულ ს.ა-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის მოტივის და სხვა ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.