ახალი ამბები

აქცია დაკარგული ქალის საქმის გამოძიების მოთხოვნით [video]

6 ივნისი, 2014 • • 1600
აქცია დაკარგული ქალის საქმის გამოძიების მოთხოვნით [video]

აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით შსს-ს მეორე რაიონული სამმართველოს შენობასთან გადაინაცვლეს.

 

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავიდან დაიწყოს გამოძიება და საბოლოოდ გაირკვეს ყველა დეტალი,” – ამბობს აქციის ორგანიზატორი ნიკა კუპრაშვილი, რომელსაც სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.


2010 წლის 31 ოქტომბერს ქუთაისში 19 წლის ნათია გიორგიძე გაუჩინარდა, მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია. ნათია გიორგიძის დედა რუსუდან გიორგიძე ამბობს, რომ მისი შვილი ბოლოს თურქეთის ერთ-ერთ სასტუმროში ნახეს. ოჯახს ეჭვი აქვს, რომ ნათია ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა და აღნიშნული საქმის გამოძიებისთვის შსს არაფერს აკეთებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი