ახალი ამბები

ძიძიგური: მერობის კანდიდატებს “ქართული ოცნებიდან” არ დასჭირდებათ კოჰაბიტაცია მთავრობასთან

4 ივნისი, 2014 •
ძიძიგური:  მერობის კანდიდატებს “ქართული ოცნებიდან” არ დასჭირდებათ კოჰაბიტაცია მთავრობასთან

ამის შესახებ ძიძიგურმა ტელეკომპანია “რუსთვი2” –ის ეთერში განაცხადა: 

 

“ქალაქის მერის არჩევნებში უპირატესობა აქვს ჩვენს კანდიდატს, რადგან ის არის კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი. მთავრობას წრმოადგენს კოალიცია, ამიტომ ჩვენი კანდიდატი აღარ დახარჯავს დამატებით რესურსს, რომ დაამყაროს ურთიერთობა მთავრობასთან. თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს რომელიმე რაიონში, რაიონული დონის კოჰაბიტაცია დაიწყება. რაც არ არის მაინცდამაინც კარგი ქვეყნისათვის. ცოტა ხნის წინ კოჰაბიტაცია გამოვცადეთ.”

 

ზვიად ძიძიგურის განცხადებით, კოალიცია “ქართული ოცნებიდან” რუსთავის მერობის კანდიდატ გიორგი ჯიქიას განათლება ლონდონში აქვს მიღებული და, შესაბამისად, კარგი მენეჯერი იქნება:

 

“გია ჯიქიამ რუსთავში კარდაკარ იარა და ისე შეადგინა ბიუჯეტი. მას აქვს სერიოზული გეგმები.”  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი