დღეიდან ვითიბი ბანკში,  კომპანია „უნისონის“ სამოგზაურო დაზღვევა შეგიძლიათ შეიძინოთ. სპეციალურად ვითიბი ბანკის მომხარებელისთვის შექმნილი სადაზღვეო პაკეტის შეძენა დღეში ერთ ლარად არის ხელმისაწვდომი.

სამოგზაურო დაზღვევის პაკეტი: გადაუდებელი სამედიცინო დახმარების 50 000 USD/EURO ჯამურ ლიმიტს, მსოფლიოს 200 ქვეყანაში წამყვანი ასისტანს კომპანიის – Europ Assistance-ის მომსახურებას და 24/7-ზე ონლაინ კონსულტაციას ითვალისწინებს.

დამატებით შესაძლებელია: ბარგის დაკარგვის, ფრენის დაგვიანების, ფრენის დროს მიღებული ტრავმის ანაზღაურება, და ასევე ვიითიბი ბანკის ბარათის დაზღვევა.

ვითიბი ბანკი,  ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი  ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.