ახალი ამბები

ანონსი – 4 ივნისი

3 ივნისი, 2014 • • 1131
ანონსი – 4 ივნისი

11:00 საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საგამოფენო ცენტრ “ექსპო–ჯორჯიას” მე–3 პავილიონში პრესკონფერენციას გამართავს.

 

10:00 – 18:00 საათმდე თბილისში, ევროპის სახლში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება კონფერენცია, სადაც სტუდენტები ლგბტ საკითხებზე ჩატარებულ კვლევებს წარმოადგენენ.

 

11:00“პირველ პრესკლუბში” კოალიცია “ქართული ოცნების” ავლაბრის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ილია ჯიშკარიანი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: წინასაარჩევნო გარემო, თვითმმართველობის არჩევნები.მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

11:30“პირველ პრესკლუბში” კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე მარინე მიზანდარი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სასამართლოს გადაწყვეტილება საყდრისი-ყაჩაღიანში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოებაზე უფლების შეჩერება.

 

12:00“პირველ პრესკლუბში” “ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის” ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი გია ჯიქია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: წინასაარჩევნო გარემო, თვითმმართველობის არჩევნები.

 

12.00 იუსტიციის მინისტრი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმს გააფორმებს. თეა წულუკიანი უნივერსიტეტში სტუდენტებისა და პროფესორებისთვის საჯარო ლექციასაც წაიკითხავს. მისამართი: ქ. თელავი, ქართული უნივერსიტეტის ქუჩაN1

 

12:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში ახალი მემარჯვენეების ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე წინასაარჩევნო გარემოსთან და დარღვევებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს

 

13.30 “დურუჯის” ლაურეატების გამოვლენამდე 10 დღით ადრე კანდიდატების „მოკლე ნუსხა“ გამოცხადდება . კომპანია „რედიქსის“ ოფისი.  ვაჟა-ფშაველას N71

 

14.00  სახალხო დამცველი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად გამართავს კონფერენციას სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიების საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ. .კონფერენციას დაესწრება ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი საქართველოში თომას ჰამარბერგი. მისამართი: სასტუმრო „ჰოლიდეი ინნი“; 26 მაისის მოედანი #1.

 

14:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე პრესკონფერენციას გამართავს თემა: პრემიერის გამოსვლა და საგარეო ურთიერთობები

19.00 მწერალთა სახლი ციკლიდან „მთარგმნელები მწერალთა სახლში“ გიწვევთ მარინე ჭილაშვილთან შეხვედრაზე. მარინე ჭილაშვილს ფრანგულიდან ნათარგმნი აქვს ჟიულ რენარის „ბუნების ამბები“,შოდერლო დე ლაკლოს „სახიფათო კავშირები“, რიშარ ფავრის „მავანთა ამბები“, შარლ ბოდლერის „პოეტური პროზა“, ალბერ კოენის „დედაჩემი“.

Fourth June in Calendar icon on white background
Fourth June in Calendar icon on white background

მასალების გადაბეჭდვის წესი