ახალი ამბები

უგულავა: ნაცმოძრაობის “დაფინანსების საქმე” საპნის ბუშტივით გასკდება

3 ივნისი, 2014 • • 1115
უგულავა: ნაცმოძრაობის “დაფინანსების საქმე” საპნის ბუშტივით გასკდება

უგულავა საგამოძიებო სამსახურის განცხადებას საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა:

 

“დაკავებული გიორგი ღონიაშვილი არის ჩემი ქვისლი და მეგობარი.  მაგრამ მას “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” არანაირი კავშირი არ გააჩნია. ის არის პოლიტიკიდან შორს მდგომი ადამიანი. მას აქვს თავისი საქმე და ეწევა თავის საქმეს. მისი დაკავშირება “ნაციონალური მოძრაობის” პარტიის დაფინანსებასთან არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, დეზინფორამცია და ტყუილი. მიზნად ისახავს ასევე ჩემი და პარტიის დისკრედიტაციას. ჯერ იყო ჩემი ავადმყოფი სიმამრი, ყველა, ვისთვისაც გამარჯობა მაქვს ნათქვამი და ვისთანაც ვმეგობრობ, ძირითადად განებივრებულია ფინანსური პოლიციის სტუმრობით, ან საშემოსავლო სამსხურის სტუმრობით. მეგობრები, ძმები, ახლობლები, ადამინი აღარ დარჩა, რომელიც არ იყოს დაწიოკებული. როგორც ჩანს, ასეთი მეთოდით აქვთ გადაწყვეტილი ჩემს წინააღმდეგ ბრძოლა” – განაცხადა უგულავამ.   

 

“დღეს მეც, ისე როგორც მთელმა საზოგადოებამ, ვიხილეთ მორიგი ტაკიმასხრობა დადგმული ფინანსური პოლიციის მიერ. როგორც ჩანს, წაცდენების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, როდესაც ბატონმა ღარიბაშვილმა დააანონსა ცხელი ზაფხული, და ის, რომ არც ერთ რაიონში ნაციონალურმა მოძრობამ არ უნდა გაიმარჯვოს, მოქმედება დაიწყო. არჩევნებამდე 10 დღით ადრე აბსოლიტურად დაუსაბუთებლად, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, მათ გადაწყვიტეს “ერთიანი ნაციონალური მოძრობის”, მთავარი ოპოზიციური პარტიის, რომლის მიმართ პირადად ივანიშვილს, როგორც ჩანს, დიდი შიში და ძრწოლა აქვს, ვინაიდან დილაობით, სარკეში რომ იხედებიან, ისევ “ნაციონალური მოძრაობა” ელანდებათ.  ამგვარი მეთოდებით მათ სურთ პარტიის დისკრედიტაცია.”  

 

“ბუნებრივია, მე ამას ვუკავშირებ, თევზის ფხასავით გაეჩხირა ზოგ-ზოგიერთს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ მათი დაშინებით მიღებული სასამართლოს დადგენილება ანტიკონსტიტუციოურად სცნო. როოგრც ჩანს, მძიმედ განიცდის ხელისუფლება, რომ უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში ძირითადად საზოგადოების გულისწუხილს წარმოადგენს ის 138 მილიონი ლარი, რომელიც 2013 წელს გარღვეული ბიუჯეტის ფონზე დაირიგეს პრემიებად”– აცხადებს უგულავა.     

 

გიგი უგულავა
გიგი უგულავა

მისი განცხადებით, აღნიშნული საქმე საპნის ბუშტივით გასკდება: 

“მე არ ვიცნობ საქმის გარემოეაბს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, საზოგადოებას კარგად ახსოვს ე.წ. საკონსულტაციო საქმე,  სადაც კახა დამენია და ნიკა გვარამია ფიგურირებდნენ. ეს საქმე საპნის ბუშტივით გაქრა, სასამართლოზე უკვე მეორე ინსტანციაა წაგებული ამ საქმის. დაახლოებით ანალოგიურ საქმესთან გვაქვს საქმე. ხელოვნურად ხდება ამ საქმის დაკავშირება ასევე ჩემს მეგობართან, რომელსაც პარტიასთან არ აქვს შეხება, დევნილია საქართველოდან და პოლიტიკური თავშესაფარი აქვს მიღებული ევროპაში და საფრანგეთის სასამართლომ გაამართლა. დავით კეზერშვილს ვგულისხმობ.”  

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური “ნაციონალური მოძრაობის” დასაფინანსებლად შექმნილ დანაშაულებრივ სქემას შიფრავს.

 

უწყების ინფორმაციით, ზეგავლენით ვაჭრობისა და განსაკურებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულია მოქალაქე გიორგი ღონიაშვილი. საქმეში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის გვარი ფიგურირებს. 

 


 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი