ახალი ამბები

ვასაძე დებატებს ითხოვს: დამიჯდნენ უსუფაშვილი, ჩემი ძმაკაცი მარგველაშვილი და ღარიბაშვილი

30 მაისი, 2014 • • 1295
ვასაძე დებატებს ითხოვს: დამიჯდნენ უსუფაშვილი, ჩემი ძმაკაცი მარგველაშვილი და ღარიბაშვილი

“მე პიროვნული დაპირისპირება არავისთან არ მინდა, დათო უსუფაშვილი ადრე იმიტომ გამოვიწვიე, რომ მესაუბროს. “მაესტრომ” SMS მომწერა, თინა ხიდაშელია მზად თქვენთან დებატებზეო, მე შევუთვალე ქალბატონ თინას, დიდი მადლობა ვაჟკაცური შემართებისთვის-მეთქი, მაგრამ მე ამას მისი მეუღლისგან ველოდები-მეთქი. მერე მითხრეს, თინას უთქვამსო, რომ ლევან ვასაძეს ჩემს ქმართან ურთიერთობა ბევრი მოუვაო და მე მას კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილებს უფასოდ ჩავუტარებო. მე ჩემს თავზე დიდი წარმოდგენა არ მაქვს და ჩემთვის ყველა ადამიანთან საუბარი დიდი პატივია, მაგრამ მათ, ეტყობა, ავიწყდებათ, რომ ეგენი ხალხის მიერ არჩეულები არ არიან, ერთი კაცის დანიშნულები არიან. თუ თვალში ვეპატარავები, ახალი წინადადება მაქვს: მოდი, ასე გავაკეთოთ, დამიჯდნენ დათო უსუფაშვილი, ჩემი ძმაკაცი გიორგი მარგველაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი, ჯერ კიდევ რომ ძალიან მესიმპათიურება, მიუხედავად ამ საზიზღარი კანონისა. 3 – 1-ზე მოვიდნენ, იურიდიული სამსახურებით მოამზადონ თავიანთი არგუმენტები, მე ცარიელ-ტარიელი მოვალ, იმიტომ კი არა, რომ მაგარი ბიჭი ვარ, იმიტომ, რომ ხალხი რასაც ფიქრობს, იმას ვეუბნები. თქვენ ინტერაქტივი მოგვიწყვეთ პირდაპირ ეთერში, ოღონდ ნამდვილი ინტერაქტივი, ისეთი არ,ა ევროვიზია ვითომ კონჩიტამ რომ მოიგო… ეგენი ჩემთან დებატებში 10 პროცენტს თუ აცდებიან, ხმას აღარ ამოვიღებ”, – განაცხადა ვასაძემ.

 

ლევან ვასაძე - რეპორტიორის პრესკლუბი
ლევან ვასაძე – რეპორტიორის პრესკლუბი

მასალების გადაბეჭდვის წესი