ახალი ამბები

საარჩევნო ბლოკი “ქართული ოცნება” ცესკოს ცვლილებებს სთავაზობს

2 ივნისი, 2014 •
საარჩევნო ბლოკი “ქართული ოცნება” ცესკოს ცვლილებებს სთავაზობს

“ეს ჩვენ მიერ გამოჩენილი კეთილი ნებაა, რათა ხელი შევუწყოთ სხვა პარტიებს, თვითმმართველობის არჩევნებზე თავი შეძლებისდაგვარად სრულფასოვნად წარმოაჩინონ”, – ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო დროს მედიით გავრცელებული ინფორმაცია ასარჩევი პირების მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და ამ ზეწოლის შედეგად კანდიდატურების მოხსნის შესახებ ინიცირებული იყო პოლიტიკური ინტერესების მქონე ჯგუფების მიერ:

 

“ეს განცხადებები არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა გამყარებული არათუ ფაქტებით, არამედ თავად იმ  ასარჩევი კანდიდატების კომენტარებითაც კი, ვისზეც მედიაში გასული ინფორმაციით ზეწოლას ჰქონდა ადგილი.

აღვნიშნავთ, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის რაოდენობა ბევრად აღემატება ოპონენტთა საერთო ელექტორატს. ამასთან, ის წარმოადგენს მმართველ ძალას და გააზრებული აქვს, რომ მისი მხრიდან ოპონენტებზე ზეწოლის ნებისმიერი ფაქტი ისევ მას დააზარალებს. კოალიციის ამოცანა და პასუხისმგებლობა არჩევნების მაღალ დონეზე  ჩატარება და საერთაშორისო საზოგადოების მიერ მისი სათანადო აღიარებაა”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

“ქართული ოცნება” მიიჩნევს, რომ მედიაში გასული ყველა ინფორმაციას შეისწავლიან და შეაფასებენ  სათანადო უწყებები და დასრულდება საარჩევნო კანდიდატებზე ზეწოლის შესახებ მითქმა-მოთქმა, რომელიც, მათი თქმით, ყოვლად უსაფუძვლოა.
 

მასალების გადაბეჭდვის წესი