ახალი ამბები

აქცია მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით ქუთაისში

2 ივნისი, 2014 • • 1377
აქცია მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით ქუთაისში

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი სოლდიარობას უცხადებენ ბექა წიქარიშვილს და მარიახუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციას მოითხოვენ:

 

“ჩვენ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ ბექა კრიმინალი არ არის და მოვითხოვთ მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებული მუხლების შემსუბუქებას. დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს იმისათვის, რომ მოხმარების გამო ციხეში არ ჩაგვსვან ადამიანები და უფრო თავისუფლები ვიყოთ, ” – ამბობს გიორგი კლდიაშვილი.

 

აქციას საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძეც შეუერთდა. მისი თქმით, მარიხუანას მოხმარებსთან დაკავშირებული სასჯელი არაადამიანურია:

 

“მე პირადად და ჩემი რამდენიმე მეგობარი სოლდიარობას ვუცხადებთ ამ აქციას. მიგვაჩნია, რომ მარიხუანას მოწევისთვის ადამიანებს ციხეში არ უნდა სვამდნენ, მით უმეტეს, 7–დან 14 წლამდე, ეს არის არაადამიანური სასჯელი. მანამ, სანამ საქართველოში მარიხუანას მოწევისთვის ადამიანებს ჩასვამენ ციხეში, ჩვენ დავრჩებით საბჭოთა ქვეყანად და საქართველოსგან არ გამოვა არანაირი ევროპული ქვეყნა.”


აქცია მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით
აქცია მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით

მასალების გადაბეჭდვის წესი